კიმ ჩენ ირი – “პიზოდი”

ჩრდილოკორეული პროპაგანდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,ქვეყნის აწ განსვენებული მეთაური და კორეის შრომის პარტიის გენერალური მდივანი - კიმ ჩენ ირი (1941-2011 წლები),ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან მთაზე – პეკტუსანზე განთავსებულ პარტიზანების გასაიდუმლოებულ ბანაკში დაიბადა. (ავტორი გენია.ჯი) იმავე პროპაგანდის მტკიცებით,კიმის დაბადების დროს,მოულოდნელად ცაზე ორმაგი ცისარტყელა და ერთი კაშკაშა ვარსკვლავი გამოჩნდა.თუმცა ზემოაღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს რაღა თქმა უნდა არ შეესაბამება.სინამდვილეში,კიმ ჩენ ირი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე,კერძოდ ხაბაროვსკის მხარეში (ხაბაროვსკიდან 70 კილომეტრის დაშორებით) განთავსებულ სოფელ – ვიატსკოეში იქნა დაბადებული 1941 წლის 16 თებერვალს,სადაც მდებარეობდა საბჭოთა არმიის 88-ე ცალკეული ბრიგადა,რომელსაც მამამისი – კიმ ირ სენი მეთაურობდა.კიმ ჩენ ირის დაბადებისას კი არც ორმაგი ცისარტყელა გამოჩენილა ცის კაბადონზე და არც კაშკაშა ვარსკვლავი. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>