რა მეთოდით სჯიდნენ უხარისხო ლუდის მწარმოებლებს ძველ სპარსეთში?
მცირეალკოჰოლიანი არომატული სასმელი – ლუდი,რომელსაც სვიის მომწარო გემო დაჰკრავს,იმთავითვე უდიდეს მოთხოვნილებად პროდუქტს წარმოადგენდა ყველა ეპოქის ადამიანებში. (ავტორი გენია.ჯი) ლუდის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და სიყვარულით გამოირჩეოდნენ ძველი ეპოქის სპარსელებიც.სწორედ ლუდისადმი სიყვარული გახლდათ მიზეზი იმისა,რომ სპარსეთის სამეფოში სიკვდილით ისჯებოდა ყველა ის მწარმოებელი,რომელთა მიერ ნაწარმოები ლუდი შესაბამის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ უვარგისი ლუდის მწარმოებლებს,რომელთაც სიკვდილით დასჯა ჰქონდათ განაჩენად გამოტანილი,თავად აკეთებინებდნენ არჩევანს თუ რომელი მეთოდით ერჩივნათ წუთისოფელს გამოთხოვება.ასეთი სახის დანაშაულზე კი,სპარსეთში სიკვდილით დასჯის ორი მეთოდი მოქმედებდა: ან თავიანთივე ნაწარმოებ ლუდში უნდა ჩაეხრჩოთ,ან იმ რაოდენობით უნდა შეესვათ მათივე ნაწარმოები უხარისხო ლუდი,სანამ ფატალური შედეგი არ დადგებოდა. (ავტორი გენია.ჯი)