კრიშან ჩანდრის ამაღელვებელი წერილი ბრძოლაში დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცს…

“მე ამ წერილს ვწერ რიგით ქენეთ შედრიკს,ოცი წლისას,მაცხოვრებელს დასავლეთ ვირჯინიაში,პირველ ამერიკელ ჯარისკაცს,რომელიც კორეაში დაიღუპა,სადაც იგი პრეზიდენტ ტრუმენის ბრძანებით გაიგზავნა.

როგორც კი აღნიშნული ინფორმაცია წავიკითხე გაზეთ “ფრი პრეს ბიულეტენში”,გადავწყვიტე რიგითი შედრიკისათვის წერილი მიმეწერა.მართალია,მკვდრებს არ შეუძლიათ წერილის წაკითხვა,მაგრამ ვიმედოვნებ,რომ მას ცოცხალი ამერიკელი ჯარისკაცები მაინც გაეცნობიან და შედრიკის ოჯახში,რომელიც დასავლეთ ვირჯინიაში ცხოვრობს,მის სხვა პირად ნივთებთან ერთად,ამ წერილსაც გაუგზავნიან. (ავტორი გენია.ჯი) ჩემი წერილი მკვდრეთით ვერ აღადგენს კორეის მიწაზე დაცემულ პირველ ამერიკელ ჯარისკაცს,მაგრამ მას შეუძლია სხვა ამერიკელი ჯარისკაცები იხსნას სიკვდილისაგან.

შედრიკის დაღუპვის შესახებ გადმოცემულ ინფორმაციაში ვკითხულობთ,რომ ამერიკული ჯარი,რომელიც კორეელთა მიერ იქნა წელში გატეხილი,იძულებული გახდა ისეთი “წარმატებით” დაეხია უკან,რომ თავიანთი დაჭრილ-დახოცილები ბრძოლის ველზე მიეტოვებინა.ეს კი ნიშნავს იმას,რომ თქვენც მიგატოვეს – ქენეთ შედრიკ.

ჯარისკაცო შედრიკ! თქვენ ეხლა მკვდარი წევხართ კორეის ერთ-ერთ ქედზე, და მე ვხედავ იმ ტყვიას,რომელიც გულში გაქვთ მოხვედრილი; მე ვხედავ თქვენს იმ ღიად დარჩენილ თვალებს,რომელშიც სიცოცხლის უკანასკნელი ვნებებია ასახული; მე ვხედავ,თქვენს იმ ოქროსფერ თმებს,რომელიც მზის შუქზე ელავს, და ეს ჩემში იწვევს,როგორც მწუხარებას,ასევე მრისხანებასაც.მე საკუთარ თავს ვეკითხები: ვინ მიგიყვანათ თქვენ იქ? ვინ წაგართვათ ახალგაზრდობა,საყვარელი ადამიანები,დედის სიყვარული და გაიძულათ დაღუპულიყავით სამშობლოდან ასე შორს,იმ უცხო და უცნობ ქედებზე? ვინ მოგცათ ხელში იარაღი და გითხრათ: “მიდი! ესროლე კორეელებს!” – იმ კორეელებს,რომელთაც შენთვის არაფერი დაუშავებიათ! (ავტორი გენია.ჯი)

ვინ არის ის? რა  ძალა,რომელიც გაიძულებთ კორეაში იომოთ? ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი,რადგან მსოფლიო ელის პასუხს.

ამ სიჩქარეში დამავიწყდა საკუთარი თავი წარმომედგინა რიგითო  შედრიკ თქვენთვის.მე გახლავართ კრიშან ჩანდრი.რამდენიმე ხნის წინ მე ვცხოვრობდი ქალაქ ლაჰორში (პენჯაბი).იმ ქუჩას,სადაც მე ვცხოვრობდი – ჩაუკ მატი ეწოდებოდა.ეხლა რა ჰქვია ნამდვილად არ ვიცი,რადგან გაგიკვირდებათ-და,სამშობლო,მშობლიური ქალაქი და ქუჩა სწორედ იმ ადამიანებმა წამართვეს,ვინც თქვენ სიცოცხლე მოგისწრაფათ. და როგორც თქვენ ვერ დაბრუნდებით სახლში,ისევე მე ვერ დავუბრუნდები საკუთარ კერიას.

რას ნიშნავს ეს? შესაძლოა ეს შემთხვევითობა იყოს მკაცრი და არასამართლიანი ბედისა,რომელიც ერთნაირად გვისწორდება ორივე ჩვენგანს.არადა ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ უსინდისო პოლიტიკანების გამოისობით მოხდა: თქვენ წაგართვეს – სიცოცხლე,მე კი – სამშობლო! (ავტორი გენია.ჯი) ჩვენ ორივემ – თქვენ და მე,მკვდარმა და ცოცხალმა აუცილებლად უნდა მოვძებნოთ პასუხი თუ რატომ დაგათმობინეს შენ – სიცოცხლე,მე კი – სამშობლო.

გამოგიტყდები და, არასოდეს ვყოფილვარ ამერიკის შეერთებულ შტატებში,რადგან ვიზაზე უარი მითხრეს.მიუხედავად ამისა,ძალიან კარგად ვიცნობ ამერიკას.პირველად ამერიკას ინგლისურ ენაზე დაწერილ ერთ პატარა მოთხრობაში გავეცანი.მასში ლაპარაკი იყო აშშ-ის პრეზიდენტზე – ჯორჯ ვაშინგტონზე,რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობდა.

თავდაპირველად ამერიკას გავეცანი,როგორც სამართლიანობის,დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველ დიად სახელმწიფოს.როდესაც ლაჰორში განთავსებულ ამერიკულ კოლეჯში ჩავირიცხე,ცხადად ვიხილე დიადი ამერიკელი ხალხის ჭეშმარიტი სახე,რომელთაც უდიდესი სისხლი გაიღეს ინგლისელ კოლონიზატორთაგან თავდასახსნელად.სწორედ ამერიკელებმა შეძლეს შავკანიანი-მონები თავისუფალ ადამიანებად ექციათ,რამაც მსოფლიოს სხვა ხალხებს გულებში უდიდესი სიყვარული შთაუნერგა ამერიკელებისადმი.

ასეთი ამერიკის წინაშე გულმხურვალედ ვიხრი ქედს! ჩემმა ამერილემა პროფესორებმა მასწავლეს თუ როგორ უნდა ვცე პატივი თავისუფალ სიტყვას,აზროვნების თავისუფლებას და მჯეროდეს დემოკრატიისა.მე გავეცანი აბრაამ ლინკოლნის ბიოგრაფიას,თავისუფლების ქანდაკების შესახებაც გავიგე ბევრი რამ.სწორედ ამერიკულ კოლეჯში სწავლისას წავიკითხე პირველად მარკ ტვენი,დრაიზერი და უოლტ უიტმენი.იქვე მოვისმინე პირველად პოლ რობინსონის ღვთაებრივი სიმღერები.

თუმცა არსებობს სხვა ამერიკაც.ის ამერიკა,რომელიც ეკუთვნის არა უბრალო ამერიკელებს,არამედ – მის მმართველებს,სამხედრო ლიდერებსა და ბიზნესის მეფეებს,რომელთაც უზურპირება გაუკეთეს ერის უფლებებს.

ეს ამერიკა გახლავთ ფორდების,დიუპონების,როკფელერების,მორგანების და ასეულობით სხვისი,რომელთა სახელები სამწუხაროდ არ ვიცი.

თუმცა-კი,ვიცი,რომ სწორედ ასეთმა ამერიკამ გაგაგზავნათ შედრიკ თქვენ კორეაში,რათა იქვე გენახათ უკანასკნელი განსასვენებელი.

ოქროს,ნავთობის,ვერცხლის,რკინის მადნის,ნარკოტიკებისა და იარაღის მსხვილი იმპორტიორები ყველას და ყველფერს,მათ შორის ცოცხლებსაც და მკვდრებსაც გაწირავენ იმისათვის,რომ თავიანთი შემოსავლები და კეთილდღეობა კიდევ უფრო გაზარდონ.სწორედ მათ გაგგზავნეს თქვენ კორეაში თავიანთი მიზნების განხორციელებისათვის.ხელში იარაღი შემოგჩარეს და გითხრეს,რომ კორეაში ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვისათვის უნდა გებრძოლა,იმ ხალხის ინტერესებისათვის,რომელთაც ომის გაგონებაც კი არ სურთ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,სანამ კორეაში გაემგზავრებოდით,რატომ არ დაუფიქრდით,რა ინტერესები უნდა ჰქონოდა ამერიკელ ხალხს კორეელ ხალხთან? რა დაუშავა კორეელმა ხალხმა ამერიკელ ხალხს? რატომ არ შეგეძლოთ ამერიკელი ხალხის უფლებების დაცვისათვის თავად ამერიკაში გებრძოლათ?

თქვენ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვით,შედრიკ,რომ ეს შეკითხვა არ დაუსვით საკუთარ ხელისუფლებას.სწორედ ამიტომაც მოგიწიათ საკუთარი სიცოცხლის სიკვდილის საკურთხეველზე მიტანა.მე კარგად ვიცი,რომ ამაში დამნაშავე მხოლოდ თქვენ არა ხართ,რადგან კარგად ვიცნობ ამერიკელი ბიზნესის ზვიგენების მადასა და მისწრაფებებს.იმ ამერიკელი ბიზნესმენებისა,რომლებიც იაპონიასთან ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე თავად ვაჭრობდნენ მათთან რკინით.იმ რკინით,რომლისგანაც შემდგომ იაპონელები ჭურვებსა და ტყვიებს ამზადებდნენ და ისევ ამერიკელებს ესროდნენ.ისინი ხომ ერთი ცენტი მოგებისათვის სამშობლოს ჰყიდიან.ალბათ არ იცოდით,რომ ადამიანებს რომლებიც ერთი ცენტის გამო სამშობლოს ჰყიდდნენ,თქვენს სიცოცხლეს არაფრად ჩააგდებდნენ.

რადგანაც თქვენი მთავრობისაგან არ მოითხოვეთ პასუხი,თავად აგეთ პასუხი,რიგითო შედრიკ!

ჩემო მეგობარო! ჩვენთან,აზიაში ერთი შესანიშნავი წესი არსებობს: როდესაც ადამიანთან სტუმრად მიდიან,ოჯახისადმი პატივისცემის ნიშნად ყვავილები მიაქვთ.თქვენ კი ყვავილების ნაცვლად ხელში ავტომატები და ყუმბარმტყორცნები გიკავიათ.სწორედ ამიტომ დაიძაბა ესოდენ ამერიკულ-აზიური ურთიერთობები.

აი,ეს არის სახე იმ სხვა ამერიკისა,რომელიც წერილის ზემოთა ნაწილში ვახსენე.აი,ეს არის სახე იმ სხვა ამერიკისა,რომელიც დოლარის ბატონობის ხარჯზე საკუთარ სახეს სიკეთისა და გულუხვობის ნიღბით იფარავს. (ავტორი გენია.ჯი)

და როდესაც ეხლა ფანჯრიდან ვიხედები,სულის სიღრმეში ვხედავ მზის შუქით განათებულ თქვენს ცხედარს,რომელიც შორეული კორეის ქედზე განისვენებს,მისთვის უცხო მხარეში! – და რადგანაც ამას ვხედავ,მთელი ჩემი არსებით ვითხოვ:

- მშვიდობა! მშვიდობა! მშვიდობა დღეს და ხვალ!

- მშვიდობა დღეს და სამარადჟამოდ!” – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. კრიშან ჩანდრი (1913-1977 წლები) წარმოადგენდა იმ დიდ ინდოელ მწერალს,რომლის კალამსაც ეკუთვნის 20 რომანი და 30 თხზულებების კრებული. (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>