პირველი ფასიანი სარეკლამო განცხადება გაზეთში – “ეპიზოდი”
პირველი ფასიანი სარეკლამო განცხადება გაზეთში გამოქვეყნებული იქნა 1631 წელს გამოჩენილი ფრანგი გამომცემლის,ექიმისა და თანამედროვე ჟურნალისტიკის ფუძემდებლის – თეოფრასტე რენოდოს (1586-1653 წლები) მიერ დაარსებულ გაზეთში - “La Gazette”,რომელიც თავის მხრივ,დაარსებული იქნა 1631 წლის 30 მაისს. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ რენოდოს მიერ დაარსებული გაზეთი – “La Gazette” (გამოიცემოდა იმ პერიოდისათვის უზარმაზარი ტირაჟით – 1 200 ეგზემპლარი) დღემდე მიიჩნევა იმ პირველ ევროპულ გაზეთად,რომელიც სრულიად აკმაყოფილებდა თანამედროვე სტანდარტებს.გარდა ამისა,ნიშანდობლივია ისიც,რომ აღნიშნული გაზეთის გამოცემას “მწვანე შუქი” აუნთო ისეთმა გავლენიანმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ,როგორიც გახლდათ – კარდინალი რიშელიე, და აკი იტვირთა კიდეც ”La Gazette”-მ სამეფო ხელისუფლების პროპაგანდისტის როლი . – (ავტორი გენია.ჯი)
თეოფრასტე რენოდო