რკინაბეტონი – “ეპიზოდი”
რკინაბეტონის კომპოზიტური მასალა,რომელიც შედგება რკინისა და ბეტონისაგან,დაპატენტებული იქნა 1867 წლის 16 ივლისს ფრანგი მებაღისა და გამომგონებლის – ჟოზეფ მონიეს (1823-1906 წლები) მიერ. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ მონიეს რკინაბეტონის კონსტრუქცია სამშენებლო დანიშნულებისათვის არ გამოუგონებია.მისი გამოგონების უმთავრესი მიზანი გახლდათ ის,რომ მებაღე ჟოზეფს თავისი ბაღის მცენარეებისათვის,რომლებიც თიხისა და ხისაგან დამზადებულ დიდ ქოთნებში ჰქონდა დარგული და ერთობ არაპრაქტიკულ საშუალებას წარმოადგენდნენ (განსაკუთრებით პალმის ხეებისათვის),შეექმნა ისეთი სახის მყარი მასალა,რომელიც დაზღვეული იქნებოდა როგორც დაზიანებისაგან,ასევე ლპობისაგანაც.მონიემ აღნიშნულ პროექტზე მუშაობა 1861 წელს დაიწყო და სულ რამდენიმე წლის გასვლის შემდგომ,რკინაბეტონზე პატენტიც აიღო.მალევე,მონიემ თავისი ინოვაციური პროდუქტისაგან დაიწყო მილების,ფასადების პანელების,ხიდებისა და რკინაბეტონის კოჭების დამზადებაც.რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ კი,ფრანგი მებაღის გამოგონებულმა რკინაბეტონმა მთელი მსოფლიოს სამშენებლო ინდუსტრია მოიცვა. (ავტორი გენია.ჯი)
ჟოზეფ მონიე