წმინდა კაზიმირი – “ეპიზოდი”
პოლონეთისა და ლიტვის მთავარ მფარველად მიჩნეულ - წმინდა კაზიმირს,რომელიც რომის პაპმა პიუს XII-მ 1948 წლის 11 ივნისს ახალგაზრდების ზეციურ მფარველადაც გამოაცხადა,იკონოგრაფიული კანონიკით თავზე მიტრითა და ხელში შროშანის ულამაზესი ყვავილით გამოსახავენ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ლიტვის ერთ-ერთ საკათედრო ტაძარში წარმოდგენილ ხატზე წმინდა კაზიმირი სამი ხელით არის წარმოდგენილი,რაც მრავალი ადამიანის გაოცების საგანს წარმოადგენს.აღნიშნული ხატის შესახებ გავრცელებულია ლეგენდა,რომლის მიხედვითაც,როდესაც ერთ-ერთმა უცნობმა ლიტველმა ხატმწერმა წმინდა კაზიმირის ხატის დაწერა დაასრულა 1520 წელს,შეამჩნია,რომ წმინდანის მარჯვენა ხელი არაბუნებრივად გრძელი იყო,რის გამოც შეცდომის გასწორება გადაწყვიტა.ხატმწერმა არაბუნებრივად გრძელი ხელი საღებავით გადაღება და წმინდანის ახალი ხელი დახატა,თუმცა მოხდა სასწაული: ხატმწერის მიერ გადაშლილ არაბუნებრივად გრძელ ხელს საღებავი სრულიად ჩამოსცილდა და რამდენჯერაც კი სცადა მისი სხვადასხვა სახეობის საღებავით დაფარვა ხელოვანმა,იმდენჯერ წმინდანის მესამე ხელი რაღაც ზებუნებრივი ძალით კვლავაც და კვლავაც ჩნდებოდა ხატზე.დღესდღეობით,წმინდა კაზიმირის სამხელიანი ხატის ორიგინალი დაცულია ლიტვის სამხატვრო მუზეუმში. (ავტორი გენია.ჯი)