“დამაკვირდი”

1. ”რაც მეტად მიეცემით ცივ ანგარიშიანობას,მით უფრო შორს წახვალთ.ქალებს და კაცებს ისე უყურეთ,როგორც ფოსტის ჯახრაკა ცხენებს,რომელთაც თქვენ უახლოეს სადგურამდე იყენებთ… იმასაც ნახავთ,რომ ჩვენი საზოგადოება ჩერჩეტებისა და არამზადებისაგან შედგება… ზარბაზანის ტყვიასავით უნდა გაიკვლიოთ გზა ამ ბრბოში ან ჭირის ბაცილასავით შეძვრეთ მასში.პატიოსნებას სარგებლობა არ მოაქვს…” – ბოსეანი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. “კაცი კაცია ყველგან და ერიც ვერაფერს ისეთს ვერ მოინაღვაწებს,რომ მეორე და მესამე ერს სრულიად ეუცხოვებოდეს.საზოგადო აზრი ყოველგვარი მოვლენისა საკაცობრიო ისტორიაში ერთი და იმავე ხასიათისაა.გარჩევას მხოლოდ დაწვრილებანი წარმოადგენენ.ყოველი მოვლენა,ყოველი ინსტიტუტი,ყოველი სახე და ტანი ბუნებისა ერთსა და იმავე ზრდისა და განვითარების კანოპნებს ემორჩილებიან და ეს ზრდისა და განვითარების კანონები ერთია ყველგან,როგორც ჩვენში,ისე სხვაგან”. – ზაქარია გულისაშვილი

* * *

3. “მე დღეს გავათვითცნობიერე თუ რამდენად ბებერია ის სამყარო,რომელშიც ვცხოვრობთ.მე კი მჭირდება ისეთი სამყარო,რომელიც გვიღიმის,როგორც ბედნიერ ბავშვებს… გვეყოფა ძველი სამყაროს რესტავრირება და გადაღებვა – დროა შევქმნათ ახალი…” – კრიშან ჩანდრი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

4. “თუ ღარიბი უყვართ,ეს არის ნამდვილი სიყვარული თავისთავად,მდიდარში კი მხოლოდ მის ქონებას სცემენ პატივს”. – ონორე დე ბალზაკი

* * *

5. “მიწა იმისია,ვინც თავდაპირველად სისხლით იშოვა იგი”. – სოფრომ მგალობლიშვილი

* * *

6. “ცხოვრების კიბის ზოგიერთი საფეხური მაცდურია,შემაგრება სჭირდება,რომ ფეხი მყარად მოიკიდო”. – თენგიზ გოგოლაძე

* * *

7. “ადამიანური ლექსიკონი ძლიერ ღარიბია.ძილსა და სიცხადეს,სიკვდილსა და სიცოცხლეს,ბნელსა და ნათელს შორის კიდევ არის რაღაც მესამე”. – კონსტანტინე გამსახურდია

* * *

8. “ორი ადამიანი ვერასოდეს ვერ შეიჭრება ერთიმეორის სულში,ერთმანეთის იდუმალ ფიქრებში,რომ მათ შეუძლიათ ერთმანეთის გვერდით იარონ,ზოგჯერ მჭიდროდ ჩახვეულებმაც,მაგრამ ვერასოდეს შეერწმიან ერთმანეთს და რომ თვითეული ჩვენგანის სულიერი არსება სამუდამოდ მარტო რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე”. – გი დე მოპასანი

9. “გზა სიკეთისა უსასრულოა”. – ანტონ ჩეხოვი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

10. “საერთო ტკივილის დროს კვნესა ერისა,არის ტკივილი თვითეულისა”. – ალექსანდრე ყაზბეგი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>