ფრედენსბორგის სასახლე – “ეპიზოდი”

ფრედენსბორგის სასახლე – განთავსებულია დანიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალ კუნძულ ზელანდიაზე.კერძოდ,ესრუმის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე და იგი წარმოადგენს დანიის სამეფო ოჯახის საგაზაფხულო და საშემოდგომო რეზიდენციას. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული სასახლის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა დანიის მეფემ – ფრედერიკ IV-მ.მშენებლობა დაწყებული იქნა 1720 წელს და დასრულდა 1726 წელს.ამ უნიკალური არქიტექტურული ქმნილების (ფრანგული ბაროკოს სტილი) ავტორი გახლდათ გამოჩენილი დანიელი არქიტექტორი – იოჰან კორნელიუს კრიგერი.თქვენი ყურადღება ფრედენსბორგის სასახლის მიმართ იმიტომ შევაჩერე,რომ მასში იმთავითვე ერთობ უჩვეულო ტრადიციაა დამკვიდრებული.იმ შემთხვევაში,თუკი ფრედენსბორგის სასახლეში ღამეს გაათევს რომელიმე უცხოური ქვეყნის ლიდერი ან მონარქი,იგი ვალდებულია,რაფაზე სპეციალურად დადებული ბრილიანტის ქვით,ფანჯრის მინაზე თავისი სახელი და გვარი ამოკაწროს. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>