წმინდა ედუარდის გვირგვინი – “ეპიზოდი”

წმინდა ედუარდის გვირგვინი – წარმოადგენს 1661 წელს იშვიათი საიუველირო ხელოვნებით დამზადებულ იმ სამეფო გვირგვინს,რომელიც გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფის კორონაციის დროს გამოიყენება. (ავტორი გენია.ჯი) ძვირფასი ლითონისაგან და მრავალი სახის ძვირფასი ქვისაგან შემკული გვირგვინი ინგლისელი იუველირების მიერ სპეციალურად იქნა დამზადებული ინგლისის,შოტლანდიისა და ირლანდიის მეფის – ჩარლზ II სტიუარტის კორონაციისათვის.გაერთიანებული სამეფოს მეფეების კორონაციისათვის განკუთვნილი – წმინდა ედუარდის გვირგვინი საკმაოდ მძიმეა და მისი სრული წონა 4 ფუნტსა და 12 უნციას,ანუ მარტივად რომ ვთქვათ – 2 კილოგრამსა და 155 გრამს შეადგენს.სწორედ მისი სიმძიმე გახლდათ მიზეზი იმისა,რომ 1837 წელს კორონაციისას,ჯერ დედოფალმა ვიქტორიამ განაცხადა უარი ზემოაღნიშნული გვირგვინით სარგებლობაზე,ხოლო მოგვიანებით (1901 წელს) კი,მასზე ასევე უარი თქვა ედუარდ VII-მაც.მათ უპირატესობა უფრო მსუბუქ ბრიტანეთის იმპერიის სამეფო გვირგვინს მიანიჭეს,რომლის წონაც,ცნობისათვის,ერთ კილოგრამსა და ექვს გრამს შეადგენს.

ბრიტანეთის იმპერიის გვირგვინი

დედოფალი ვიქტორია

ედუარდ VII

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>