ჰელმუტ შმიდტი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესკანცლერი 1974-1982 წლებში – ჰელმუტ ჰაინრიხ ვალდემარ შმიდტი (1918-2015 წლები) მენთოლიანი სიგარეტის დიდი მოყვარული პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,იმ პერიოდში,როდესაც ევროკავშირში მენთოლიანი სიგარეტის წარმოება და გაყიდვა უნდა აკრძალულიყო,მენთოლიანი სიგარეტის მოყვარულმა ჰელმუტმა თავი დაიზღვია და 200 ბლოკი მენთოლიანი სიგარეტი შეიძინა (თუმცა მენთოლიან სიგარეტზე აკრძალვა ევროკავშირში 2021 წლამდე იქნა გადადებული).შმიდტი სიგარეტს ბავშვობიდან ეწეოდა და ეს თვისება მას სიცოცხლის ბოლომდე არ მოუშლია.გერმანიაში,სადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევა იკრძალებოდა,ექს-კანცლერისათვის იშვიათი გამონაკლისის იქნა დაშვებული.მას პრაქტიკულად ყველგან ეძლეოდა სიგარეტის მოწევის საშუალება,მათ შორის სატელევიზიო თოქ-შოუების პირდაპირი ტრანსლაციების დროსაც კი. (ავტორი გენია.ჯი)