ადოლფ ჰიტლერის დამოკიდებულება თამბაქოსადმი…
გერმანული ნაციონალ-სოციალიზმის ფუძემდებელი და მესამე რაიხის ტოტალიტარული დიქტატურის შემოქმედი – ადოლფ ჰიტლერი (1889-1945 წლები),ახალგაზრდულ ასაკში სიგარეტის თავგადაკლული მწეველი გახლდათ და დღეში,საშუალოდ, 40 ღერ სიგარეტს ეწეოდა. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ ჰიტლერმა ამ მავნე ჩვევას თავი მხოლოდ იმისათვის გაანება,რომ არ სურდა ფულის უყაირათოდ ხარჯვა.თავის ერთ-ერთ წერილში აღნიშნული საკითხის შესახებ იგი წერდა: “ვენაში ცხოვრების პერიოდში თავს დიდი ხნის განმავლობაში ცუდად ვგრძნობდი.რამდენიმე თვის მანძილზე ცხელი კერძიც კი არ მიჭამია და მხოლოდ ხმელა პურს ვჭამდი.სამაგიეროდ,ყოველდღიურად 13 კრეიცერს ვხარჯავდი სიგარეტისათვის.დღეში საშუალოდ, 25-დან 40-ც ღერამდე სიგარეტს ვეწეოდი.თუმცა იმ პერიოდში კრეიცერის კურსი გაცილებით დიდი იყო,ვიდრე დღეს პფენინგის კურსია. და ერთხელაც თავში მომივიდა აზრად: ხომ არ ჯობდა იმ 13 კრეიცერით,რომლითაც ყოველდღიურად სიგარეტს ვყიდულობდი,ზეთი მეყიდა და ბუტერბროდები დამემზადებინა? ამ საქმისათვის სულ რაღაც 5 კრეიცერი იყო საჭირო.შესაბამისად,ფულიც მომრჩებოდა.მალევე ეს აზრი იმდენად მომეწონა,რომ სიგარეტი დუნაიში გადავაგდე და მას შემდგომ მას აღარასოდეს გავკარებივარ”.
მოგვიანებით,ჰიტლერი სიგარეტის მოწევას “დეკადენდობად” მიიჩნევდა და შენიშნავდა: “რამდენი კარგი ადამიანი იმსხვერპლა სიგარეტმაო” (ადოლფს ძალიან აბრაზებდა მისი საყვარელი ქალის – ევა ბრაუნის სიგარეტის მოწევის მავნე ჩვევა).საყურადღებოა ის გარემოება,რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მიზანთროპი მმართველი,პირველი ქვეყნის ხელმძღვანელი გახლდათ ისტორიაში,რომელიც აქტიურად ჩაერთო თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიაში. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მისი ამგვარი დამოკიდებულებისა,ჰიტლერი ომის პერიოდში მაინც არ უკრძალავდა გერმანელ ჯარისკაცებს სიგარეტის მოწევას,თუმცა იმედოვნებდა,რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ,სადაც იგი გამარჯვებას მოიპოვებდა,ერთხელ და სამუდამოდ აკრძალავდა არმიაში თამბაქოს გამოყენებას.თუმცა… (ავტროი გენია.ჯი)