ენშენბუ ბიამბინ რინჩენი
ენშენბუ ბიამბინ რინჩენი - დაიბადა 1905 წელს,ანტალბულაგის დასახლებაში (მონღოლეთი).იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს მონღოლ მწერალს,ეთნოგრაფს,პროფესორსა და პირველ მონღოლ აკადემიკოსს,რომელიც წარმომავლობით ბურიატი გახლდათ.გარდა ამისა მიეკუთვნებოდა მონღოლურ არისტოკრატულ გვარს – იუნშიებუდან.ენშენბუ გახლდათ პირველი რედაქტორი გაზეთის სახელწოდებით “მონღოლეთის ახალი ამბები”. (ავტორი გენია.ჯი) მისი უდიდესი წვლილი ძევს უძველესი მონღოლური ლიტერატურის კვლევა-ძიებაში.გარდა ამისა,ენშენბუმ განუზომელი წვლილი დაიდო ევროპაში,ძველი მონღოლური ლიტერატურის პოპულარიზაციაში.იგი გარდა იმისა,რომ შესანიშნავი მეცნიერი იყო,ამასთანავე შესანიშნავი პოლიგლოტის ნიჭითაც იყო დაჯილდოვებული.ფლობდა ფრანგულ,ჩინურ,მანჯურიულ,ესპერანტოს და რუსულ ენებს.1951-1955 წლებში დაწერა ისტორიული რომანი-ტრილოგია “ცისკარი სტეპებში”,1956 წელს აქვეყნებს რომანს “პატარძლის ბეჭედი”,1972 წელს გამოაქვეყნა ნოველა “პრინცესა” და ასევე იგი ავტორიასხვა ნაწარმოებებისა.აჶსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ენშენბუ არა მარტო მონღოლურ ენაზე,არამედ ფრანგულ ენაზეც წერდა ნაწარმოებებს.ენშებუ ბიამბინ რინჩენი გარდაიცვალა 1977 წლის 4 აპრილს. (ავტორი გენია.ჯი) 2005 წლის ივნისში,მონღოლეთის დედაქალაქის ულან-ბატორის ცენტრალური ბიბლიოთეკის შესასვლელში,სადაც ადრე იდგა სტალინის ბიუსტი,საზეიმოთ გაიხსნა დიდი მონღოლი განმანათლებლის ენშენბუ ბიამბინ რინჩენის ქანდაკება.ქანდაკების ავტორი კი გახლავთ ცნობილი მონღოლი მოქანდაკე ცევეგმიდინ ამგალანი.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ენშენბუს ვაჟი ბარსბოლდი,მამის მსგავსად აკადემიკოსი გახლავთ და ერთ-ერთ საუკეთესო მონღოლ პალეონთოლოგადაა ცნობილი.