ანტონ ვებერნი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი ავსტრიელი კომპოზიტორის,დირიჟორისა და ახალი ვენის სკოლის ფუძემდებლის – ანტონ ვებერნის (1883-1945 წლები) აღსასრული ერთობ ტრაგიკული აღმოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) ავსტრიულ კომუნა – მიტერზილში (მეორე მსოფლიო ომის დასასრულისათვის ამერიკულმა არმიამ დაიკავა) მაცხოვრებელი ავსტრიელი კომპოზიტორი აივანზე გავიდა,რათა მისი სიძის მიერ საჩუქრად მირთმეული ამერიკული სიგარეტი მოეწია.მოულოდნელად,ვებერნის მისამართით ერთ-ერთმა ამერიკელმა ჯარისკაცმა პისტოლეტიდან დამიზნებით სამჯერ გაისროლა.აივანზე ამერიკული სიგარეტის მოსაწევად გასული ანტონი,ამერიკელი ჯარისკაცისვე სრულიად უდანაშაულო მსხვერპლი აღმოჩნდა.როგორც შემდგომში გამოძიებამ დაადგინა,ვებერნის მიერ ღამის სიბნელეში ანთებული ასანთი ჯარისკაცმა იარაღიდან გამოტყორცნილ ცეცხლად მიიჩნია და თავდაცვის მიზნით მისკენ სამჯერ გაისროლა,რასაც კომპოზიტორის ადგილზევე გარდაცვალება მოჰყვა.საბოლოო ჯამში,ანტონის მეუღლემ ამერიკის ხელისუფლებას კი დაუმტკიცა,რომ მისი მეუღლე არავისზე არ აპირებდა თავდასხმას, და მითუიმეტეს ამერიკელ ჯარისკაცზე,თუმცა ამით თავის უადანაშაულო ქმარს ვერაფრით შეეწია. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>