ალექსანდრე მენშიკოვი – “ეპიზოდი”
რუსეთის იმპერიაში იმთავითვე ერთობ გავრცელებულ მოვლენას წარმოადგენდა სახელმწიფო ჩინოსნების მიერ ქვეყნის ეროვნული ხაზინის გაძარცვა-გლეჯა (ისევე როგორც მექრთამეობა).ამ მხრივ თავი განსაკუთრებით გამოიჩინა რუსმა სახელმწიფო მოღვაწემ,გენერალსიმუსმა და სანკტ-პეტერბურგის პირველმა გუბერნატორმა – ალექსანდრე მენშიკოვმა (1673-1729 წლები).სწორედ ალექსანდრე გახლდათ ის ერთადერთი რუსი დიდებული,რომელსაც იმპერატორმა “ჰერცოგის” ტიტული მიანიჭა (“იჟორის ჰერცოგი”).პეტრე I-ის ფავორიტი მენშიკოვი,რომელიც ეკატერინე I-ის გამეფებისთანავე ქვეყნის ფაქტობრივ მმართველად იქცა,მექრთამეობაში ჩაერთო.საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტები,როდესაც მენშიკოვის არმიის მიერ ბრძოლით დაკავებული ქალაქების მოსახლეობა საოცარი ძარცვის მოწმენი გამხდარან (მაგალითად,ბელორუსიის ქალაქი – მოგილიოვი).ნიშანდობლივია,რომ ნაძარცვი ძვირფასი საქონლის უმეტესი ნაწილი მენშიკოვის საკუთრებაში იყრიდა თავს.მენშიკოვის თავზეხელაღებული მექრთამეობა და ხაზინის ძარცვა შეუმჩნეველი არც რუს სამართალდამცველებს დარჩენიათ,თუმცა ხელისუფლების მიერ გათვალისწინებული იქნა გენერალსიმუსის დამსახურებები იმპერიის წინაშე და იგი დაკავებული და დასჯილი არ იქნა. (ავტორი გენია.ჯი) თუ რა ოდენობის ქონებას მოუყარა თავი რუსეთის ისტორიაში ყველაზე დიდმა ხაზინის ქურდმა და მექრთამე მენშიკოვმა,ზუსტად დაუდგენელია.მაგრამ,ცნობილია,რომ 17127 წელს სახელმწიფომ ალექსანდრეს 13 მილიონიანი ქონების კონფისკაცია მოახდინა (იმ პერიოდისათვის განუზომლად დიდი თანხა).საყურადღებოა,რომ აღნიშნულ თანხაში არ შედის სხვა კონფისკირებული ქონებები (მამულები,ციხე-სიმაგრეები და ასე შემდეგ),200 პუდი სუფთა ოქროსა და ვერცხლისაგან დამზადებული ჭურჭელი.თუკი მხედველობაში მივიღებთ იმას,რომ რუსეთის იმპერიის სამხედრო ბიუჯეტი მხოლოდ და მხოლოდ – 17 მილიონი მანეთი იყო,ადვილი წარმოსადგენი იქნება,თუ რაოდენ დიდი სიმდიდრე შეიძინა მენშიკოვმა სახელმწიფო ხაზინის დარცვითა და მექრთამეობით. (ავტორი გენია.ჯი)