ამონარიდები არჩილ II-ის “ლექსნი ასნი ორმუხლნი”-დან

“უშვილოთა სჯობს სიკვდილი უკეთურთ შვილთა ყოლასა,

სჯობს მარტოდ ყოფა კაცისა ბოროტთა თან აყოლასა”.

* * *

“დაღმართ არს ცოდვა მოქმედთა,სუბუქად ჩაიტანებსა,

მადლი მძიმეა ამღებთა და ზეცად აღიტანებსა”.

* * *

“გული ნუ გითქვამს მეტს რასმე,რადგან უგუნურთ წესია,

იფქლსა ვეროდეს შეიკრებს,ვის ღვარძლი დაუთესია”.

* * *

“უგბილი თვისსა სიცილზედ ხმას დიდად აღიმაღლებსა,

ბრძენი და მეცნიერენი ღიმილსაც დაიმდაბლებსა”.

* * *

“მეგობარი ბევრი უნდა,თანამზრახი ერთი ოდენ,

საქმეს კარგად გაიმართვენ,თუ ჭკვა ორთავ სწორად რბოდენ”.

* * *

“სიცოცხლე,აგრევ სიკვდილი ხელთა უპყრია ენასა,

სისხლს დაღვრის უბრალოსათა,აჰყვება ვინ შესმენასა”.

* * *

“სოფელი ესე მსგავსია სავაჭრო შესაკრებელსა,

აქ თუ არ ვიღწვით,ვერ ვპოებთ სხვას კეთილთ მოსაკრებელსა”.

* * *

“სოფელს ვაგინებ,მაგრამე მიყვარს და ვერ ვეხსნებია,

ყოფაც მძულს ცრუსთან,ჯერ ხანად გაყრა რა სახსენებია”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>