იცით თუ არა,რომ
1. ლოცვების წასაკითხად საგანგებოდ დაქირავებულ ადამიანებს – “მავედრებლებს” უწოდებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
2. იტალიის ულამაზეს ქალაქ ვენეციაში მაცხოვრებელი ებრაელები,დიდი ხნის განმავლობაში,თავისი ეროვნების განმასხვავებელ ნიშნად – ყვითელ ქუდებს ატარებდნენ.
3. საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ – ლა-მანშის სრუტეს,ადრეულ ეპოქებში – “ვიწრო ზღვას” უწოდებდნენ.
4. “მეფური ვაჭრის” ეპითეტით მოიხსენიებდნენ იმ დიდ იტალიელ ვაჭრებს,რომლებიც არქიპელაგებზე ვაჭრობდნენ და გარკვეული ადმინისტრაციული უფლებებით სარგებლობდნენ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ “მეფური ვაჭრები” რიგ კუნძულებზე თავს მართლაც ხელმწიფეებად მიიჩნევდნენ და დამოუკიდებელ სამთავროებსაც კი აარსებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
5. შუა საუკუნეებში გონების ხუთ უნარად მიიჩნეოდა: ფხიზელი აზრი,წარმოდგენა,გამომგონებლობა,მსჯელობის უნარი და მეხსიერება.
6. ერთ-ერთი ანდაზის თანახმად,შინაბერებს მისჯილი აქვთ ჯოჯოხეთში ასეირნონ სხვისი ბავშვები,რადგან სიცოცხლეში თავიანთი არა ჰყავდათ.
7. ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით,ფრთიანი ქალი (ურჩხული) – ჰარპია,უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა მომტაცებლად მიიჩნეოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
8. შუა საუკუნეების ევროპაში,არა აქილევსი მიიჩნეოდა სიმამაცის უმაღლეს ნიმუშად,არამედ მის მიერ დამარცხებული ტროას გმირი უფლისწული – ჰექტორი.
9. “მარქსიზმის” ერთ-ერთი გერმანელი ფუძემდებელი – ფრიდრიხ ენგელსი,გენიალური ინგლისელი დრამატურგის – უილიამ შექსპირის პიესის – “ორი ვერონელი აზნაურის” იმდენად დიდი მოტრფიალე გახლდათ,რომ მის შესახებ შემდეგი სახის ჩანაწერი დატოვა: “მარტო ერთი ლონსი თავისი ძაღლით კრებით უფრო მეტი ღირს,ვიდრე მთელი გერმანული კომედიები ერთად აღებულიო”.
10. XVI-XVII საუკუნეების ევროპაში,თმებს ბაფთებით არა მხოლოდ მანდილოსნები იმკობდნენ,არამედ – მამაკაცებიც.