„მშვიდობის მტრედი” – (ეპიზოდი)
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, „მშვიდობის მტრედის” სიმბოლო გენიალურმა ესპანელმა მხატვარმა და სკულპტორმა – პაბლო რუის ი პიკასომ, 1949 წელს პარიზსა და პრაღაში გასამართი „მშვიდობის მომხრეთა მსოფლიო კონგრესს” მიუძღვნა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, სანამ 1949 წელს საერთაშორისო არენაზე გახდებოდა მტრედი „მშვიდობის სიმბოლო”, მანამდე მტრედები მშვიდობის სიმბოლოდ აღიარებული ჰყავდა ძველ რომაელ ხალხს. საყურადღებოა ის გარემობა, რომ ძველი რომის ცენტრალურ მოედანზე განთავსებული ომის ღმერთის – მარსის ქანდაკებაზე, სადაც იუნოსა და იუპიტერის ძეს ხელთ ეპყრა უკუღმა გადატრიალებული ჩაფხუტი, მშვიდობის სიმბოლოდ აღიარებული მტრედების წყვილმა ბუდე გაიკეთა, რამაც აღფრთოვანებაში მოიყვანა რომაელები. ცნობილია ისიც, რომ ისინი მტრედებს მოფერებით – „ვენერას მტრედებად” მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი)