ონორე დე ბალზაკი – “ეპიზოდი”
მას შემდგომ,რაც 37 წლის ასაკში მყოფმა ერთ-ერთმა უდიდესმა ფრანგმა მწერალმა და ევროპულ ლიტერატურაში რეალიზმის ფუძემდებელმა – ონორე დე ბალზაკმა (1799-1850 წლები) გადაწყვიტა,რაც კი რაიმე კარგი დაწერა ან მომავალში დაწერდა ერთ მთლიან ციკლად,საერთო სათაურით: “ადამიანური კომედია” გამოეცა,საკუთარი იდეით აღფრთოვანებული თავისი დის – ლაურას ბინაში შეიჭრა და პათეტიკურად წამოიძახა:
- მომილოცეთ,ბავშვებო,მე ვდგები გენიოსობის გზაზე!” – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ონორე დე ბალზაკი სრულიად დარწმუნებული იყო,რომ – “ადამიანური კომედია” მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესძენდა უდიდეს პოპულარობას.აკი წერდა კიდეც: ” – მე გავხდები ევროპის სულიერი მბრძანებელი… მე თავზე გადავაბიჯებ ყველას,ვისაც სურდა ჩემთვის ხელები შეეკრა და ჩემი წინსვლა შეეჩერებინა”. (ავტორი გენია.ჯი)