ანელია კჟივონი – “ეპიზოდი”

1943 წლის 12 ოქტომბერს მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს,”თადეუშ კოსტიუშკოს სახელობის დივიზიის” პოლონელი მეავტომატე ქალი – ანელია კჟივონი (1925-1943 წლები) იმ სატვირთო ავტომობილში იმყოფებოდა,რომელშიც შტაბის გასაიდუმლოებულ დოკუმენტებთან ერთად,დაჭრილი საბჭოთა მებრძოლები იმყოფებოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ იმ დროს იქნა ავტომობილზე გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების – “ლუფტვაფეს” თვითმფრინავების მიერ შეტევა განხორციელებული.ანელია მთელი თავისი ძალებით შეეცადა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან შტაბის საიდუმლო დოკუმენტაციისა და დაჭრილების გამოყვანას,რა დროსაც იგი თავად იქნა ცეცხლის ალში გახვეული.კჟივონი მიღებული საშინელი დამწვრობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. 1943 წლის 11 ნოემბერს პოლონელი მეავტომატე ქალი – საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს განკარგულებით,სიკვდილის შემდგომ – “საბჭოთა კავშირის გმირად” იქნა გამოცხადებული.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სწორედ ანელია კჟივონი გახლდათ ის ერთადერთი უცხოელი ქალი “წითელი იმპერიის” ისტორიაში,რომელსაც საბჭოთა კავშირის გმირის საპატიო წოდება მიენიჭა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>