ლადისლავ შკუტელი-გაბრიში – “ეპიზოდი”
სლოვაკეთის ქალაქ პოვაჟსკა-ბიტრიცაში ერთ-ერთ უღარიბეს ოჯახში დაბადებული - ლადისლავ შკუტელი-გაბრიში (1738-1831 წლები) თორმეტი წლის ასაკში დაობლდა,რის შემდეგაც ამავე ასაკში მიბარებული იქნა ავსტრიელ ჰუსართა პოლკში.(ავტორი გენია.ჯი) მას შემდგომ ლადისლავმა სამხედრო სამსახურში არც მეტი და არც ნაკლები – 81 წელიწადი იმსახურა, 256 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და მამაცი მებრძოლის სახელიც დაიგდო.ლადისლავი რუმინეთის ქალაქ არადში 93 წლის ასაკში აღესრულა,სადაც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ აღმართული იქნა კიდეც მისი სახელობის ობელისკი.საინტერესოა ის გარემოება,რომ ათწლეულების გასვლის შემდეგ,”მარადიულ ჯარისკაცად” წოდებული ავსტრიელ ჰუსართა პოლკის ოფიცერი – ლადისლავ შკუტელი-გაბრიში,”გინესის რეკორდების წიგნში” იქნა შეტანილი,რადგან სწორედ ის გახლდათ ის ერთადერთი ადამიანი მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში,რომელმაც ყველაზე ხანგრძლივი ვადით (81 წელიწადი) იმსახურა სამხედრო სამსახურში. (ავტორი გენია.ჯი)