ევროპული ზღვის ენა
ევროპული ზღვის ენა - წარმოადგენს სხივფარფლიანთა ქვეკლასის ღრმა წყლებში მობინადრე თევზს ზღვისენისებრთა რიგისა. (ავტორი გენია.ჯი) კამბალასნაირთა სახეობის წარმომადგენელი ევროპული ზღვის ენის სხეულის შეფერილობა ღია ყავისფერია,რომელიც თავის მხრივ,დაფარულია მუქი ფერის მქონე ლაქებით.აღნიშნული სახეობის თევზები ერთობ ჩამოჰგვანან კამბალებს: გააჩნიათ მათსავით ბრტყელი სხეული (საიდანაც წამოსდგა კიდეც მათი სახელწოდება) და თვალებიც სხეულის ერთ მხარეს ისევე აქვთ განთავსებული,როგორც კამბალებს.ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებში მობინადრე ევროპული ზღვის ენის სხეულის მაქსიმალური სიგრძე – 30 სანტიმეტრია.ქვირითის დაყრის პერიოდი მარტში ეწყებათ და მაისამდე უგრძელდებათ.ასეთ დროს ისინი უპირატესობას სანაპირო წყლებს ანიჭებენ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ამ უცნაური სხეულის მქონე თევზების სახეობები ზამთრის პერიოდის დასაწყისისთანავე ღრმა წყლებს უბრუნდებიან,თუმცა ღრმა წყლის ცივ დინებებში ისინი ძალიან ნელა გადაადგილდებიან.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ევროპული ზღვის ენისაგან დამზადებული ფილე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს გურმანებში,რადგან მისი სხეული მდიდარია იოდით,ფთორით,რკინითა და ფოსფორით.გარდა ამისა,იგი მდიდარია – A, B, D და E ვიტამინებითაც. (ავტორი გენია.ჯი)