Tyrrell P34 – “ეპიზოდი”
Tyrrell P34 – წარმოადგენდა 595 კილოგრამი მასის მქონე სპორტულ ავტომობილს (ბოლიდს),რომელიც სპეციალურად იქნა შემუშავებული 1976 წელს ცნობილი ბრიტანელი ინჟინერ-კონსტრუქტორის – დერეკ გარდნერის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ბოლიდზე თქვენი ყურადღება იმიტომ გავამახვილე,რომ სწორედ Tyrrell P34 გახლდათ ფორმულა 1-ის ისტორიაში ის ერთადერთი ბოლიდი,რომელსაც რბოლებში მონაწილე სხვა სპორტული ავტომობილებისაგან განსხვავებით, – ექვსი საბურავი გააჩნდა.მათ შორის ოთხი პატარა (10-თ დიუმიანი) და ორი ჩვეულებრივი მოცულობის საბურავი.ამ უცნაური კონსტრუქციის მქონე “ექვსსაბურავიანს” (ასე მოიხსენიებდნენ გარდნერის მიერ შექმნილ ბოლიდს) 1976 წელს ჩატარებულ რბოლებში სამხრეთაფრიკელი პილოტი – ჯოდი დევიდ შეკტერი მართავდა,რომელმაც საერთო ჯამში 49 ქულა დააგროვა და მესამე საპრიზო ადგილსაც დაეუფლა. (ავტორი გენია.ჯი)
დერეკ გარდნერი (კონსტრუქტორი)
ჯოდი დევიდ შეკტერი (Tyrrell P34-ის პილოტი)