ბენ ტურპინი – “ეპიზოდი”

ადამიანმა საკუთარი სხეულის ნაწილების დაზღვევა დაახლოებით 100 წლის წინათ დაიწყო.ერთ-ერთი პირველი პიროვნება,ვინაც საკუთარი სხეულის ნაწილი დააზღვია,გახლდათ ამერიკელი კომიკოსი-მსახიობი - ბენ ტურპინი (1869-1940 წლები),რომელსაც გენიალური ინგლისელი მსახიობისა და რეჟისორის – ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის რამდენიმე ფილმში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. (ავტორი გენია.ჯი) მუნჯი კინოს ვარსკვლავმა – ტურპინმა 1920-იან წლებში,თავის “სავიზიტო ბარათად” ქცეული თვალები (ბენი ელამი გახლდათ),რომელსაც იგი საკუთარი კარიერული წინსვლის უმთავრეს მიზეზად მიიჩნევდა,იმ პერიოდისათვის უზარმაზარ თანხად – 20 000 ამერიკულ დოლარად დააზღვია.ასე რომ პირველები,რომლებმაც საკუთარი სხეულის ნაწილების დაზღვევას ჩაუყარეს საფუძველი “ჰოლივუდის” ვარსკვლავი მსახიობები გახლდნენ. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>