ნატალი პორტმანი – “ეპიზოდი”
“უმჯობესია,ვიყო გონიერი,ვიდრე კინოვარსკვლავი”, – აცხადებს ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი მსახიობი ქალი – ნატალი პორტმანი (ნამდვილი გვარი – ჰერშლაგი), და ამ სიტყვებში მართლაც ძევს მისი ცხოვრების უმთვარესი მისწრაფება. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,ნატალიმ შესანიშნავი შეფასებით დაასრულა პრესტიჟული ჰარვარდის უნივერსიტეტი (ფლობს ხუთ უცხო ენას – ივრითს,ფრანგულს,გერმანულს,ინგლისურსა და იაპონურს),სადაც იგი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ განათლებისა და ბალეტის მოყვარულმა ამომავალმა კინოვარსკვლავმა სკოლაში სწავლის პერიოდში,იმისათვის,რომ გაკვეთილები არ გასცდენოდა – უარი განაცხადა ისეთი სახელოვანი როლების შესრულებაზე,როგორებიცაა – ჯულიეტა (შექსპირის ქმნილებიდან) და ლოლიტა (ნაბოკოვის რომანიდან, – და ეს კიდევ უფრო საკვირველი იქნება,თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ პორტმანის ყველაზე საყვარელ ნაწარმოებს – “ლოლიტა” წარმოადგენს).”ახალ ოდრი ჰეპბერნად” წოდებული ვეგეტარიანელი ნატალისათვის არა მხოლოდ სწავლა წარმოადგენდა ჰობს,არამედ ბალეტიც.მისი ბავშვობის ოცნება გახლდათ ბროდვეიზე ცეკვა,რის გამოც სხვადასხვა მიმართულების (კლასიკური,თანამედროვე და სხვა) არაერთ ქორეოგრაფიულ სკოლაში მოუწია სიარული.საყურადღებოა,რომ მან თავისი პირველი “ოსკარი” 2010 წელს გადაღებულ ფილმში – “შავი გედი” ნათამაშევი როლისათვის მიიღო,სადაც ბრწყინვალედ წარმოაჩინა საკუთარი საცეკვაო შესაძლებლობები. (ავტორი გენია.ჯი)