როგორი პოპულარობით სარგებლობდა ანტიკური პერიოდის ევროპელ ხალხებში თევზისაგან დამზადებული კერძები?
თევზისაგან დამზადებული სხვადასხვა სახის კერძები უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა ანტიკურ პერიოდში მაცხოვრებელ ევროპელ ხალხებში. (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრებით კი ხმელთაშუა ზღვის აუზში მაცხოვრებელ ძველ ბერძნებსა და რომაელებში.პარადოქსია,თუმცა ფაქტია,რომ ძველ საბერძნეთში,რომელიც ირგვლივ მოცული გახლდათ ზღვებით, ძვ.წ.აღ-ით XI-VIII საუკუნეებში თევზით კვება მხოლოდ და მხოლოდ ღარიბ ბერძენთა პრივილეგიას წარმოადგენდა.მათ შორის მონების,გლეხებისა და ჯარისკაცებისათვის.ამასვე ადასტურებს გენიალური ძველ ბერძენი პოეტი – ჰომეროსიც.ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად თევზად სკუმბრიასებრთა ოჯახის წარმომადგენელი თევზი – თინუსი მიიჩნეოდა, და აკი ის გახლდათ კიდეც ძველი ბერძნებისათვის კვების მასობრივი მოხმარების პროდუქტი.არისტოტელს,პლინიუს უფროსისა და სტრაბონის ცნობების თანახმად,შავ ზღვაში დაჭერილი სხვადასხვა სახეობის თევზებისაგან დამზადებული კერძები (პურთან ერთად) დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა საბერძნეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის კვების უმთავრეს რაციონს.გალენის ცნობით,ბერძნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა თევზისაგან დამზადებული კერძი,სახელწოდებით – “ჰარონი”. (ავტორი გენია.ჯი)
დროთა განმავლობაში,ძველ საბერძნეთში,თევზისაგან დამზადებულმა კერძებმა მდიდარი ელინების სუფრებზეც დაიდეს ბინა.თუმცა ისინი საუკეთესო სახეობის მქონე თევზში,რომელიც ძირითადად უცხოეთიდან შემოჰქონდათ გაყინული სახით,ღარიბთაგან განსხვავებით უზარმაზარ თანხებს იხდიდნენ.მაგალითად,წითელი სახეობის ერთ თევზში – 300 დრაჰმას იხდიდნენ (ასეთი რაოდენობის ფულით 100 ცხვარის ყიდვა გახლდათ შესაძლებელი).
კლაუდიუს ელიანე წერდა: “იმ ხალხს,რომელსაც თევზისაგან დამზადებული კერძები უყვარს,ბერძნები აქებენ,ხოლო იმათ კი,რომლებიც თევზით კვბას არ ანიჭებენ უპირატესობას, – ველურებად და დაბალი დონის ხალხად მიიჩნევენო”.
ძველ საბერძნეთში მზარეულები ისეთივე საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდნენ,როგორც – მხატვრები და პოეტები.განსაკუთრებით კი ის მზარეულები,რომლებიც თევზისაგან ამზადებდნენ შესანიშნავ კერძებს.ნიშანდობლივია,რომ ძველი ბერძენი მედიკოსები თავიანთ პაციენტებს ხშირად უნიშნავდნენ თევზის კერძებს. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის დიეტისთვისაც.გარდა ამისა,ისინი ოლიმპიადაზე გამომსვლელებს ურჩევდნენ,რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით მიეღოთ თევზის ხორცი.
ოვიდიუსის ცნობით,რომში იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა თევზი,რომ მეთევზეების საპატივცემულოდ დღესასწაულიც კი იქნა შემოღებული.
იმავე წყაროს გადმოცემის მიხედვით,რომაელებს საუკეთესო სახეობის თევზი ძირითადად გალიიდან,პანტიკაპეიდან,ბორისფენიდან და იბერიიდან (ესპანეთი) გაყინული სახით შეჰქონდათ.განსაკუთრებული პოპულარობით რომაელებში სარგებლობდა – “მთვარე-თევზი”.რიგი წყაროები ირწმუნებიან,რომ ძველ რომში ძვ.წ.აღ-ით III საუკუნეში დაარსებული იქნა “კულინარიული სკოლები”,სადაც ყველაზე დიდი ყურადღება თევზისაგან დასამზადებელ კერძებს ექცეოდა. (ავტორი გენია.ჯი) მდიდარი რომაელები უპირატესობას მურენას სახეობის თევზს ანიჭებდნენ.ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ძველ რომაელმა გასტრონომმა (გემრიელი საჭმელების მცოდნე და მოყვარული) – აპიციუსმა10 ტომისაგან შემდგარი კულინარიული წიგნი დაწერა,რომელშიც ყველაზე დიდი ადგილი თევზისაგან დასამზადებელი კერძების რეცეპტებს დაუთმო.კულინარები რომში ისეთივე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდედ,როგორც ელადაში.ზემოთქმულიდან გამომდინარე,ირკვევა,რომ ანტიკური პერიოდის ხალხებში თევზი ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი საკვები პროდუქტი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. თევზისაგან დამზადებული კერძები არა მხოლოდ ძველ რომსა და საბერძნეთში სარგებლობდნენ პოპულარობით,არამედ უძველესი ეპოქის სპარსეთშიც.სახელოვანი ძველი ბერძენი კომედიოგრაფის – არისტოფანეს გადმოცემის თანახმად (იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სპარსეთში ელჩად იყო მივლენილი),სპარსეთში სპეციალური კულინარიული კონკურსებიც კი იმართებოდა.სპარსეთის მეფე გულუხვი საჩუქრით აჯილდოვებდა იმ მზარეულებს,რომლებიც თევზისაგან საუკეთესო და ინოვაციური კერძის რეცეპტს გამოიგონებდა. (ავტორი გენია.ჯი)