მეთვრამეტე შესწორება აშშ-ის კონსტიტუციაში – “ეპიზოდი”
1919 წლის 17 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ქვეყნის კონსტიტუციაში შეიტანა შესწორება,რომელიც – “აშშ-ის კონსტიტუციაში მეთვრამეტე შესწორების” სახელით არის ცნობილი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული შესწორების თანახმად,ამერიკაში კატეგორიულად იკრძალებოდა ალკოჰოლური სასმელების წარმოება,გადაზიდვა და გაყიდვა (მოხმარება ოფიციალურად არ ყოფილა აკრძალული).მარტივად რომ ვთქვათ,დამკვიდრებული იქნა – “მშრალი კანონი”.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ამერიკელი სენატორების მიერ რატიფიცირებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა აშშ-ის 48 შტატმა და ერთმა ფედერალურმა ოლქმა.თუმცა “აშშ-ის კონსტიტუციაში მეთვრამეტე შესწორებას” ხელი არ მოაწერა ორმა შტატმა – კონეკტიკუტმა და როდ-აილენდმა.შესაბამისად,”მშრალი კანონი” ამ ორ შტატში არ მოქმედებდა. (ავტორი გენია.ჯი)