ხამანწკა – “ეპიზოდი”

სულ ბუნებაში ზღვის ორსადგულიანი მოლუსკების ოჯახის წარმომადგენელ – ხამანწკასნაირთა 25 გვარია გავრცელებული.აღნიშნული მოლუსკების შესახებ გავრცელებულია ლეგენდა,რომელიც დაკავშირებული გახლავთ ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთ – აფროდიტესთან. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამიტომ მიიჩნეოდა იგი წმინდად,ხოლო მასში განთავსებული მარგალიტი კი იმ ჯადოსნურ და მაგიურ ქვად,რომელსაც ამა თუ იმ ადამიანისათვის სიყვარულში დახმარების უნარი გააჩნდა.

საყურადღებოა ის გარემოება,რომ ძველ რომში მოწყობილი ორგიებისას ხამანწკები ერთ-ერთ აუცილებელ საკვებ პროდუქტს წარმოადგენდნენ,რადგან ძველი რომაელი მედიკოსები მათ იმპოტენციის ასამაღლებელ უებარ საშუალებად განიხილავდნენ.

რიგი ისტორიული წყაროები ირწმუნებიან,რომ საყოველთაოდ ცნობილი იტალიელი მექალთანე,ავანტურისტი და მწერალი – ჯაკომო ჯოვანი კაზანოვა (1725-1798 წლები) სრულიად დარწმუნებული იყო იმაში,რომ ხამანწკების ჭამა მის მამაკაცურ შესაძლებლობებს ერთიორად აამაღლებდა.იმისათვის,რომ სასიყვარულო სარეცელზე მყოფი კაზანოვა მოწოდების სიმაღლეზე მდგარიყო,ყოველი სადილობისას მინიმუმ 50 ხამანწკას მიირთმევდა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>