გილაკი მამაკაცების ამაზრზენი დამოკიდებულება მანდილოსნების მიმართ…
გილაკები (იგივე – ნივხები) – წარმოადგენენ რუსეთის ფედეარციასა და იაპონიაში მაცხოვრებელ მცირერიცხოვან ხალხს. (ავტორი გენია.ჯი) ისინი ამურის რეგიონის,კუნძულ სახალინისა და მის სიახლოვეს განთავსებული რამდენიმე კუნძულის აბორიგენი მოსახლეები არიან.გილაკები ზემოაღნიშნულ რეგიონებში დასახლებული იქნენ ჯერ კიდევ გვიანი პლეისტოცენის ეპოქაში.მათ შესახებ ყველაზე ადრეული დოკუმენტური ცნობები ახ.წ.აღ-ით 600 წელს შედგენილ ჩინურ ქრონიკებში გვხვდება.მეთევზეობისადმი ფანატურად შეყვარებული გილაკები,როგორც ამბობენ და წერენ,არც ოჯახის უფროსს სცემენ პატივს და არც მანდილოსნებს.მამა არ ფიქრობს,რომ თავის ვაჟიშვილზე უფროსია,არც ვაჟი სცემს პატივს მამას და ცხოვრობს,როგორც მოესურვება; მოხუც დედას კარავში პატარა გოგონაზე მეტი ძალაუფლება არა აქვს.ბოშნიაკი წერდა,რომ მას არაერთხელ უნახავს,თუ როგორ სცემდა და სახლიდან აგდებდა ვაჟი მშობელ დედას,მაგრამ სიტყვას ვერავინ უბრუნებდაო.ოჯახის მამრობითი სქესის წარმომადგენლები თანასწორნი არიან.თუ გილაკს არაყს შესთავაზებთ,ყველაზე პატარებსაც უნდა მიაწოდოთ.მდედრობითი სქესის წარმომადგენელი გილაკები კი ერთნაირად უუფლებოები არიან.დედაბერი იქნება,დედა თუ ძუძუთა ბავშვი; მათ აბუჩად იგდებენ,ისევე როგორც შინაურ ცხოველებს,როგორც ნივთს,რომელიც შეიძლება გადააგდო,გაყიდო,ძაღლივით ჩაწიხლო.ძაღლებს გილაკები ეფერებიან მაინც,მაგრამ ქალებს არასოდეს. (ავტორი გენია.ჯი) ისინი ქორწინებას უსარგებლო და ნაკლებადმნიშვნელოვან საქმედ მიიჩნევენ,ვიდრე,მაგალითად,ლოთობას.გილაკები ქორწინებას არ აფორმებენ რაიმე რელიგიური ან ცრუმორწმუნეობრივი ადათ-წესებით.შუბს,ნავს ან ძაღლს გილაკი საკუთარ ქალიშვილში ცვლის.მათში მრავალცოლიანობა დასაშვებია.ქალისადმი,როგორც დაბალი არსების ნივთისადმი,გილაკს ისეთი ზიზღი უდევს გულში,რომ ქალის საკითხის სფეროში მას გასაკიცხად არ მიაჩნია თვით მონობაც კი (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით).როგორც ჩანს,ქალი მათ ვაჭრობის ისეთივე საგნად მიაჩნიათ,როგორც თამბაქო ან ტილო.შვედ მწერალსა და დრამატურგს – იოჰან ავგუსტ სტრინდბერგს (1849-1912 წლები),რომელმაც ქალთმოძულეობით გაითქვა სახელი,სურდა რომ ქალი მამაკაცის მხოლოდ მონა ყოფილიყო და კაცის ჟინი დაეკმაყოფილებინა.თუკი კარგად დავაკვირდებით გილაკებისა და სტრინდბერგის ამაზრზენ დამოკიდებულებას სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ,დავადგენთ,რომ ისინი ერთმანეთის შეხედულებებთან ძალიან ახლოს იდგნენ, და აკი ადრეულ წლებში ხუმრობდნენ კიდეც: “სტრინდბერგი რომ სახალინზე ჩამოვიდეს,გილაკი მამაკაცები სულ იმის ხვევნა-კოცნაში იქნებიანო”. (ავტორი გენია.ჯი)
იოჰან ავგუსტ სტრინდბერგი