ბერნარდენ დე სენ-პიერი – “იკითხეთ წიგნები! იკითხეთ წიგნები!”
“წიგნები,ღვთის წყალობაა.მწერლობა სხივია სიბრძნისა,რომელიც მსოფლიოს აწესრიგებს.ციური ხელოვნებით შთაგონებულმა ადამიანმა შეისწავლა ამ სიბრძნის ჩაწერა.მზის სხივების მსგავსად მწერლობა გვინათებს,გვახალისებს,გვათბობს,ეს ღვთიური ცეცხლია.მეცნიერება და ლიტერატურა ცეცხლია.მეცნიერება და ლიტერატურა,ცეცხლის მსგავსად,მთელ ბუნბას ჩვენს მსახურად ხდის.მათი საშუალებით შეგვიძლია ჩვენს გარშემო შემოვიკრიბოთ საგნები,ადგილები,ადამიანები და ეპოქები.წიგნები მოგვიწოდებენ ადამიანური,წესიერი ცხოვრებისაკენ,გვიმშვიდებენ ვნებებს,თრგუნავენ ჩვენს მანკს,გვიღვივებენ სათნოებას კარგ ადამიანთა ბრწყინვალე მაგალითებით,ადიდებენ იმ პირთ,რომელთაც მუდამ მოწიწებით გვიხატავენ.წიგნები ცის ასულნი არიან და მიწად იმისათვის მოვლენილან,რომ ადამიანებს უბედურება შეუმსუბუქონ. (ავტორი გენია.ჯი) ზეშთაგონებული დიდი მწერლები გამოჩენილან საზოგადოებისათვის ყველაზე უფრო აუტანელ დროში,ბარბაროსობისა და გარყვნილების ხანაში.წიგნს უნუგეშია მრავალი,თქვენზე უფრო უბედური ადამიანი: ქსენოფონტე,სამშობლოდან გაძევებული იმის შემდეგ,რაც მან ათი ათასი ბერძენი დააბრუნა საბერძნეთში.სციპიონ აფრიკელი,რომაელთა ცილისწამებით დაქანცული; ლუკუკუსი,დაღლილი მათი გაიძვერობით; კატინა – მეფის კარისკაცთა უმადურობით.გონებამახვილმა ბერძნებმა ლიტერატურისა და მეცნიერების მფარველ მუზებს მიაკუთვნეს ჩვენი გონების თვითეული ნაწილი,რათა მას უხელმძღვანელონ.მუზებს უნდა მივანდოთ ჩვენი ვნებების წარმართვა მათ დასამორჩილებლად,აღვირის ამოსადებად.მუზებმა ჩვენს სულიერ ძალთა მიმართ იგივე მოვალეობა უნდა შეასრულონ,რასაც ასრულებენ ღვთაებანი: ტალო,კარპო,ოქსო,რომლებიც მზის ეტლში ცხენებს აბამდნენ და მართავდნენ.
იკითხეთ წიგნები! იკითხეთ წიგნები! ბრძენნი,რომელთაც ჩვენამდე უწერიათ,მოგზაურნი არიან.მათ ჩვენზე ადრე განვლეს უბედურების ბილიკები. (ავტორი გენია.ჯი) ისინი ხელს გვიწვდიან,გვიხმობენ,როდესაც ყველა მიგატოვებთ,ჩვენ შემოგვიერთდითო.კარგი წიგნი კარგი მეგობარია”. – (ავტორი გენია.ჯი)