ტარიელ ჭანტურია – “ფული! ფული!”
წიგნი! – ხელშეკრულებები აქეთ-იქით დადებული!
გარიგება ფულის გამო! გარიგება – დიდებული!
ჰონორარი! – ფული! ფული! მეტისმეტად დიდი ფული!
პოეტების სიღარიბე – ძლივს ბეჭებზე დადებული!
დიდი წარმატების გამო ბევრი გადაკიდებული!
პოეზია I პოსტ. მოდერნი,ანუ მიდებ-მოდებული!
შეფასება – რა თქმა უნდა,ზოგჯერ გადამეტებული!
გადამეტებულის გამო სულ მეტი და მეტი ფული!
წიწილა და ბატკნის მწვადი,შემწვარი და მოტაფული!
ვიღას უკვირს,ვინ არ იცის,რა ხილია მოდა! ფული!
ფული! და, შესაბამისად,ასნაირი მარცხი! ფოლი!
კარგად დავიწყებული პოეზია – დედოფალი!
პოეზია-დედოფალის ნაცვლად ფული! დიდი ფული!
…რაც წმინდათაწმინდა იყო,
ბეჭებზეა დადებული…