მიხეილ კახიანის მკრეხელური მოხსენება ზემდგომებს…
“ბოროტების იმპერიაში” – საბჭოთა კავშირში წარმოებული ანტირელიგიური კამპანიის მიმდინარეობის ფარგლებში,ჩვენდა საუბედუროდ,განადგურებული და გაძარცვული იქნა უამრავი უნიკალური მართლმადიდებლური ტაძარი. (ავტორი გენია.ჯი) ასეთივე ამორალური ქმედებები განხორციელებული იქნა საქართველოშიც.იმ პერიოდისათვის რიგმა ვაი-ქართველებმა მართლაც რომ “სანიმუშოდ” ისახელეს თავი და ჩვენი დედა-ეკლესიის წინააღმდეგ მასობრივი შტურმი მიიტანეს.ინგრეოდა და იხურებოდა ტაძრები,ეკლესიებიდან ხსნიდნენ და ძირს სცემდნენ არა მხოლოდ ჯვრებსა და ხატებს,არამედ ზარებსაც,იძარცვებოდა უნიკალური სიწმინდეები,რომელთა უმეტეს ნაწილს ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი ვაი-ქართველები მოსკოვს უფეშქაშებდნენ.საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1924-1930 წლებში – მიხეილ კახიანი (1896-1937 წლები) მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შედეგებს უმაღლეს ხელისუფლებას შემდეგი სიამაყენარევი მოხსენებით ატყობინებდა: “სამი თვის წინ დაწყებული ანტირელიგიური კამპანია მუშებისა და გლეხების ფართო მასებს მოედო.არ დარჩენილა სოფელი,სადაც სამღვდელოებასთან და მის აპარატთან,ეკლესიასთან ულმობელი ბრძოლის შესახებ ჩვენი ლოზუნგი მშრომელთა ფართო მასებს არ გაეგოთ,როგორც ბრძოლისა და საუკუნოვანი ჩაგვრა-მონობისაგან განთავისუფლების ლოზუნგი.აღუწერელი ენთუზიაზმით იწყებენ სარწმუნოებისა და სამღვდელოების წარსული კეთილდღეობის ამ უკანასკნელი ნაშთის – ეკლესიების დახურვას.ზოგიერთ სოფელში გლეხობა ისე იყო გაბრაზებული,რომ მზად იყვნენ ძირფესვიანად დაენგრიათ ეკლესიები… ბევრ სოფელში გლეხები ეკლესიებიდან ყრიდნენ ხატებს,ჯვრებს და იქვე დადგენილება გამოჰქონდათ მთელი ამ ნაგვის დაწვისა და ეკლესიის შენობების კულტურის ტაძრად გადაქცევის შესახებ”. (ავტორი გენია.ჯი)
საყურადღებოა ის გარემოება,რომ მიხეილ კახიანი,რომელიც ზემდგომების გულის მოსაგებად ჯვრებსა და ხატებს – “ნაგვად” მოიხსენიებდა,თავადაც იმ ზემდგომების ბრძანებით იქნა დაკავებული და შემდგომ დახვრეტილი 1937 წლის დეკემბერში. (ავტორი გენია.ჯი)