კარდინალი ბელარმინო – “ეპიზოდი”
1930 წელს რომის კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა იტალიელი სწავლული-იეზუიტი ღვთისმეტყველი,კარდინალი,მწერალი და დიდი ინკვიზიტორი – რობერტო ფრანჩესკა რომოლო ბელარმინო (1542-1621 წლები).საყურადღებოა ის გარემოება,რომ სწორედ კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი ბელარმინო გახლდათ გენიალური იტალიელი ასტრონომისა და სწავლულის – ჯორდანო ბრუნოს მთავარი ბრალმდებელი, და სწორედ მისი უშუალო ძალისხმევით იქნა იგი აუტოდაფეზე ცოცხლად დამწვარი. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ჯორდანო ბრუნოსი,იგი ასევე ფიგურირებდა დიდი იტალიელი ფიზიკოსისა და ასტრონომის – გალილეო გალილეის საქმეშიც.თუმცა,ბრუნოსაგან საქმისაგან განსხვავებით,გალილეოს სამართალწარმოების საქმეში იგი არა მთავარი ბრალმდებელი,არამედ პირველი სასამართლო სხდომების (1613-1616 წლებში) ხელმძღვანელი იყო (თუ როგორი ნაწამები იყო გალილეო დაკითხვებისას,ყველასათვის ცნობილია).მას შემდგომ,რაც ბელარმინო აღესრულა,მის საფლავზე დადგმულ ქვაზე შემდეგი სახის ეპიტაფია იქნა დაწერილი: “ჩემმა მახვილმა განგმირა ამპარტავანი აზრები”. (ავტორი გენია.ჯი)