რატომ არსებობს ჩინეთში მიტოვებული რაიონები და ქალაქები?
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში,რომლის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემების თანხმად – 1 373 541 278-ტ ადამიანს აღემატება,მილიონობით ისეთი სახლია განთვსებული,რომლებშიც არავინ ცხოვრობს. (ავტორი გენია.ჯი) როგორც სტატისტიკოსები ირწმუნებიან,მსოფლიოს ყველაზე მრავარიცხოვან ქვეყანაში 65 მილიონი თავისუფალი საცხოვრებელი ბინაა.გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ წლების განმავლობაში მიტოვებული ცალკეული ნაგებობებია,არამედ მთელი ქალაქები და რაიონები.ჩინეთის ხელისუფლება გარკვეული ხნის წინათ ვარაუდობდა,რომ მოსახლეობის მზარდი ზრდა ქვეყანას დემოგრაფიულ პრობლემებს შეუქმნიდა.იმისათვის რომ მოქალაქეებს საცხოვრებელი ბინების პრობლემა არ შეჰქმნოდა მათი დეფიციტური არსებობის გამო,მთავრობამ წინასწარვე აუშენა მილიონობით ბინა.გარკვეული პერიოდის გავლის შემდგომ,ჩინეთმა თავისი დამოკიდებულება დემოგრაფიის საკითხებზე შეიცვალა: ამ უძველესი კულტურისა და ისტორიის მატარებელ ქვეყანაში ცოლ-ქმრის წყვილს ერთ ბავშვზე მეტის ყოლის უფლება ა ე კ რ ძ ა ლ ა.შესაბამისად,ხლელისუფლების ადრეული მოლოდინი მოსახლეობის ზრდასთან დაკავშირებით,არ გამართლდა.ის ბინები,ქალაქები და რაიონები კი,რომლებიც მათთვის სპეციალურად იქნა აშენებული,კვლავაც მეპატრონეებს ელოდებიან. (ავტორი გენია.ჯი)