მარაოს შექმნის ისტორიიდან…
პირველი დოკუმენტურად დადასტურებული ცნობები მარაოს არსებობის შესახებ სათავეს ძვ.წ.აღ-ით VIII საუკუნის ჩინეთიდან იღებს. (ავტორი გენია.ჯი) ხის ტარისა და სხვადასხვა სახეობის ფრინველის ბუმბულისაგან დამზადებული საგრილებელი მალევე იქცა არისტოკრატული წარმომავლობის მქონე ჩინელი მანდილოსნებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აქსესუარად.თუკი ადრეულ ეპოქებში სტანდარტული სახის მარაოებს ხის ტარისა და ფრინველების ბუმბულებისაკან აკეთებდნენ,გარკვეული დროის გასვლის შემდგომ დახვეწილი იქნა მათი როგორც ფორმები,ასევე დასამზადებლად საჭირო მასალებიც (ფრინველთა ბუმბული ჩანაცვლებული იქნა აბრეშუმის ჩანართებით),რომელთაც სხვადასხვა სახის ნახატებით დაუწყეს გაფორმება.ასეთი სახის მარაოები ჩინელებმა საჩუქრად გაუგზავნეს იაპონიის იმპერატორს,რომელიც აღფრთოვანებაში მოიყვანა ჩინურმა ინოვაციურმა პროდუქტმა.მალევე მარაოები გავრცელებული იქნა ინდოეთშიც,სადაც მათ ძირითადად ლოტოსის ფოთლებისაგან ამზადებდნენ.ინდოეთში მარაო იმთავითვე იქცა სამეფო ძალაუფლების აღმნიშვნელ ატრიბუტად,ხოლო იაპონიაში კი იგი სამხედრო ძალაუფლების სიმბოლოსთან ასოცირდებოდა. (ავტორი გენია.ჯი)
ევროპაში მარაო პირველად სხვადასხვა რელიგიური ორდენების წევრმა ჩინელმა და იაპონელმა ვაჭრებმა შეიტანეს.თავდაპირველად ისინი განკუთვნილი იყო სამეფო ოჯახის წევრებისათვის და ერთგვარად განსაზღვრვდნენ მფლობელის სტატუს. 1660-იან წლებში ევროპაში მარაოს დამზადება სპილოს ძვლისაგან დაიწყეს,რომელსაც ძვირფასი ქვებით ამკობდნენ.საფრანგეთის სამეფო კარზე მარაოს მოხმარების მკაცრი წესები არსებობდა.უპირველეს ყოვლისა,უნდა აღინიშნოს რომ,უშუალოდ მეფის ბრძანებით ქვეყნის ტერიტორიაზე მზადდებოდა შეზღუდული რაოდენობის მარაოები.ლუი XIV-ს მეფობის ჟამს სამეფო კარზე გამართულ სხვდასახვა ცერემონიებზე,მარაოს გამოყენების (გაშლის) უფლება მანდილოსნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭებოდათ,როდესაც მათთან ერთად დედოფალიც იმყოფებოდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა აქსესუარმა დიდი დანიშნულება არა მხოლოდ ბაროკოს ეპოქის ევროპაში შეიძინა,არამედ როკოკოს ეპოქაშიც,რადგან სწორედ იგი იქცა ფლირტის გაბმის ერთ-ერთ უნიკალურ საშუალებად.თუკი მანდილოსანს მამაკაცთან სიტყვების გარეშე სურდა გასაუბრება,ამისათვის იგი მარაოს იყენებდა.მაგალითად,იმ შემთხვევაში,თუ მანდილოსანს მარაო მარცხენა ხელთ ეპყრა,ხოლო მარჯვენა ხელი კი ლოყაზე ჰქონდა მიდებული – თანხმობის აღმნიშნელ სიმბოლოდ მიიჩნეოდა; არას – საპირისპირო მდგომარეობა წარმოადგენდა; თუკი მანდილოსანი გაშლილი მარაოთი ყურს მოიფხანდა,თავისი ინტერესის ობიექტს აგრძნობინებდა,რომ მათ თვალ-ყურს ადევნებდნენ; იმ შემთხვევაში,როდესაც ქალი მარჯვენა ხელში დაკავებულ დაკეცილ მარაოს გულთან მიიტანდა,მანიშნებელი იყო სიყვარულისა.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ მარაოს არა მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლები,არამედ მამაკაცებით მოიხმარდნენ.დროის გასვლასთან ერთად,ჩინელთა მიერ გამოგონებული აქსესუარით სარგებლობა მხოლოდ მეფეების,დიდებულებისა და არისტოკრატების პრივილეგია აღარ იყო,რადგან ის ფართოდ იქნა გავრცელებული დაბალი სოციალური ფენის მოსახლეობაშიც. (ავტორი გენია.ჯი)