ვუდინგდინის ჭა – (ყველაზე ღრმა ჭა მსოფლიოში)
აღმოსავლეთ სუსექსის საგრაფოში (დიდი ბრიტანეთი – ინგლისი) მდებარე პატარა ქალაქების ბრაიტონისა და ჰოუვის აღმოსავლეთით განთავსებულია ქალაქი ვუდინგდინი,რომელმაც სახელი იმით გაითქვა,რომ სწორედ მის ტერიტირიაზეა წარმოდგენილი მსოფლიოში ყველა ღრმა ჭის სტატუსის მატარებელი – “ვუდინგდინის ჭა”. (ავტორი გენია.ჯი) 1858 წელს ქალაქ ვუდინგდინში რთულად აღსაზრდელი ბავშვებისათვის საწარმოო სკოლის აშენება დაიწყო.მშენებლობას,როგორც წესი,წყალი ესაჭიროება და, რადგანაც მიმდინარე მშენებლობის სიახლოვეს წყალი არ იყო (სხვადასხვა ადგილებიდან წყლის მიტანა არარენტაბელურად მიიჩნიეს),გადაწყვეტილი იქნა ჭის მშენებლობა,საიდანაც მშენებლობისათვის საჭირო წყალს ამოტუმბავდნენ.აღნიშნულ მშენებლობაზე მუშაობა დააწყებინეს შრომა-გასწორებითი ციხეებიდან სპეციალურად ამ საქმისათვის ჩამოყვანილ მსჯავრდებულებს.თავდაპირველად ვარაუდობდნენ,რომ ჭის სიღრმე 122 მეტრს მიაღწევდა,თუმცა ორწლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მისმა სიღრმემ 134 მეტრს მიაღწია.წყალი კი მაინც არსად ჩანდა.გადაწყდა,რომ იქამდე განეგრძოთ ჭის თხრა,სანამ წყალს არ აღმოაჩენდნენ.საბოლოო ჯამში,ოთხწლიანი ტიტანური შრომის შედეგად (1862 წელს),როგორც იქნა წყალი აღმოაჩინეს.ჭის სიღრმემ კი,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს – 392 მეტრი შეადგინა,რითაც მსოფლიოში ყველაზე ღრმა ჭის სტატუსი მიიღო. (ავტორი გენია.ჯი)
ვუდინგდინის ჭის მშენებელი მსჯავრდებულები