კენგურუ – “ეპიზოდი”
“ავსტრალიის კონტინენტის მშვენებად” წოდებული – კენგურუს შესახებ ერთი მეტად საინტერესო და უჩვეულო ფაქტია ცნობილი. (ავტორი გენია.ჯი) რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,დადასტურებულია,რომ მდედრი კენგურუების ორგანიზმებს თავიანთი მაკეობის შეჩერების შესაძლებლობა გააჩნიათ (სასიცოცხლო ფუნქციების დროებითი შეჩერება).იმ შემთხვევაში,თუკი მდედრი კენგურუ დამაკდება და ამ დროს იგი მზად არ არის პატარას გაჩენისათვის (მაგალითად,მაშინ,როდესაც მას ჩანთაში ჰყავს უკვე ერთი შვილი),მის მუცელში მყოფი ემბრიონი მანამ გადადის დიაპაუზის მდგომარეობაში,სანამ მდედრი კენგურუ ჩანთაში მყოფ პატარას არ გაზრდის.ამის შემდგომ,კენგურუს მუცელში მყოფი ემბრიონი კვლავ უბრუნდება საწყის მდგომარეობას და აგრძელებს განვითარებას. (ავტორი გენია.ჯი)