მიხეილ I რომანოვი – “ეპიზოდი”

1613 წლის 22 რუსეთის საიმპერიო ტახტზე ასულმა წერა-კითხვის თითქმის უცოდინარმა პირველმა მეფემ რომანოვების დინასტიიდან – მიხეილ I რომანოვმა (1596-1645 წლები),მისი მმართველობის მეორე წელსვე მეტად გაუგონარი ბრძანება გამოსცა: სიკვდილით უნდა დაესაჯათ (ჩამოეხრჩოთ) რუსეთის ყოფილი მეფის – ცრუდიმიტრი I-სა და მისი მეუღლის მარინა მნიშეკის სრულიად უდანაშაულო მცირეწლოვანი (სამი წლის) ვაჟიშვილი – ივანე. (ავტორი გენია.ჯი) როგორც მრავალი ისტორიული წყარო მოწმობს,მოსკოვში განთავსებულ სერპუხოვის კარიბჭესთან აღმართულ სახრჩობელაზე აყვანილ სამი წლის ივანეს თოკის მარყუჟი კისერზე კარგად არ მოეჭირა,რის გამოც მისი სიკვდილი გამოწვეული იყო არა იმდენად ჩამოხრჩობის,არამედ იმ საშინელი ყინვის შედეგად,რომელიც იმპერიის დედაქალაქში მძვინვარებდა (პატარა ივანე რამდენიმე საათის მანძილზე ეკიდა სახრჩობელაზე). 1614 წლის 24 დეკემბერს სამეფო ხელისუფლება ამ ამაზრზენი ფაქტის შესახებ შემდეგი სახის ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდა მოსახლეობას: “ივანე საკუთარი ბოროტი საქმეების ჩადენის გამო სიკვდილით იქნა დასჯილიო”.თუმცა,რა ბოროტი საქმეები ჰქონდა ჩადენილი სამი წლის ბავშვს – განმარტებული არ ყოფილა.ისტორიკოსები მიიჩნევენ,რომ რომანოვების დინასტიის პირველმა წარმომადგენელმა თავისი შესაძლო კონკურენტი სხვა კონკურენტების დასაშინებლად სამაგალითოდ დასაჯა საჯაროდ. (ავტორი გენია.ჯი)

მეფის ხელისუფლების მიერ დევნილი მარინა მნიშეკი და მისი ვაჟი – ივანე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>