“დამაკვირდი”
1. “თუ ჩემში არ არის გენია – ეს იმას ნიშნავს,რომ დაღუპული ვარ!” – ონორე დე ბალზაკი
* * *
2. “დიდი ადამიანის სულიერი თვისებები ერთიმეორეს ხშირად შეესაბამებიან.თუ რომელიმე ბუმბერაზს ტალანტი ჭკუაზე მეტი აქვს,ის მაინც იმაზე უფრო ჭკვიანია,ვისზედაც უბრალოდ ამბობენ: ჭკვიანი კაციაო.გენიოსობა გულისხმობს შინაგან მხედველობას.ეს მხედველობა შეიძლება შეზღუდული იყოს ცალკეული სპეციალობის თვალთახედვით,მაგრამ ვინც ყვავილს ხედავს – ის მზესაც ხედავს”. – ონორე დე ბალზაკი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. “იკითხეთ რაც შეიძლება ბევრი სერიოზული წიგნები… და თქვენ მოიმარაგებთ იმ ცოდნას,რომელიც ზედმეტი არასოდეს არ არის”. – ანტონ ჩეხოვი
* * *
4. ” – რა უგუნური უნდა იყოს კაცი,რა მტრობა უნდა ჰქონდეს გულში საკუთარი სამშობლოს მიმართ,ერისთვის თავგანწირულ ყმაწვილთა კვეთებაში ფეხის აყოლა დაინახოს და მეტი არაფერი.თუ ასე განსჯი; ცოტნე დადიანის გმირობა ზურგზე თაფლის წასმად და ბუზ-კბენისთვის გაძლებადღა მოგეჩვენება”. – რევა მიშველაძე
* * *
5. “ცხოვრება,როგორც ყოველი მოზარდი,იზრდება,ჰყვავის,მოაქვს ნაყოფი და მერე ჭკნება – იმისათვის კი არა,რომ მოკვდეს და საუკუნოდ დაიმარხოს,არამედ იმისათვის,რომ თავისაგან მოყვანილის ნაყოფისავე თელზედ ამოიყვანოს სხვა ახალი,ნედლი ცხოვრება,რომელიც ისევ ისე უნდა წავიდეს ცხოვრების გზაზედ,როგორც პირველი,თუ უკვდავება უნდა”. – ილია ჭავჭავაძე
* * *
6. “შურიანები და გონებაჩლუნგები ვერასოდეს ჩასწვდებიან იმ განზრახვებს,რომლებიც დიდი ჭკუის ადამიანებს ამოქმედებენ”. – ონორე დე ბალზაკი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. “ქირურგთა დიდება ჰგავს მსახიობთა დიდებას.ისინი მხოლოდ მანამდე არსებობენ,სანამ ცოცხალნი არიან.სიკვდილის შემდეგ კი მათი ნიჭის შეფასება ძნელია.მსახიობები და ქირურგები,აგრეთვე დიდი მომღერლებიცა და ვირტუოზი მუსიკოსებიც – ყველა წუთიერი გმირია”. - ონორე დე ბალზაკი
* * *
8. “სადაც მრავალრიცხოვანი ინტელიგენციაა,იქ აუცილებლად არსებობს საზოგადოებრივი აზრი,რომელიც ქმნის ზნეობრივ კონტროლს და ყოველ ადამიანს უყენებს ეთიკურ მოთხოვნებს,რომელთაგან გადახრაც კი დაუსჯელად არავის შეუძლია”. – ანტონ ჩეხოვი
* * *
9. “კეთილშობილურ სიზმარს,ერთი საშიში თვისება აქვს: მისწრაფებათა აღმძვრელია,სულსა და გულს გადაუტრიალებს ადამიანს,რომელსაც გაცილებით ურჩევნია ეს კეთილშობილური აღტკინება გულუბრყვილო,უმოქმედო ფანტაზიის ფარგლებში ჰყავდეს გამომწყვდეული”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. “ჩვენში,რუსეთში ხშირად არ ესმით,რომ პოლიტიკური ზრდილობიანობა გულწრფელობაზე უფრო ძვირფასია.ჩვენ ჯერ კიდევ ბარბაროსები ვართ”. – ალექსეი ტოლსტოი