რატომ დასაჯა სიკვდილით პეტრე I-მა თავისი საყვარელი ქალი?
1715 წელს რუსეთის იმპერატორმა – პეტრე I-მა (1672-1725 წლები) გამოსცა ბრძანებულება,რომლის თანახმადაც ქვეყანაში კატეგორიულად იკრძალებოდა აბორტები,უკანონოდ შობილი ბავშვების დისკრიმინაცია და მათი მოკვდინება მშობლების მიერ. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ უკანონოდ შობილი ბავშვებისათვის პეტრეს მითითებით რუსეთში აგებული იქნა მრავალი ბავშვთა სახლი.იმ მშობლებს,რომლებსაც უკანონოდ შობილი (არასასურველი) ბავშვების მოცილება სურდათ,ვალდებული იყვნენ,შვილები იმპერატორის მიერ დაარსებულ ბავშვთა სახლებში მიებარებინათ.
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია,თუ როგორ უყვარდა პეტრე I-ს ეკატერინე I-ის ულამაზესი კამერ-ფრეილინა – მარია ჰამილტონი (1684-1719 წლები).თუმცა,მისი ბრძანება პეტრეს საყვარელ ქალსაც მთელი რისხვით დაატყდა თავს.მას შემდგომ,რაც იმპერატორმა შეიტყო,რომ ჰამილტონმა ორჯერ აბორტი გაიკეთა,ხოლო მესამე ჯერზე ახალშობილი შვილი სულაც სიცოცხლეს გამოასალმა,იმდენად განრისხდა,რომ მარია ჯერ დააკავეს,აწამეს და ბოლოს სიკვდილით დასჯაც მიუსაჯეს.მიუხედავად იმისა,რომ იმპერატორისაგან მარია რამდენიმე ხნის წასული იყო,პეტრე მაინც ვარაუდობდა,რომ მისმა საყვარელმა ქალმა იმპერატორის შვილი იმსხვერპლა (სწორედ ეს გახლდა მისი განრისხების უმთავრესი მიზეზი).თუმცა თავის მოკვეთის დროს,მარიასათვის “გამონაკლისი” იქნა დაშვებული: ჰამილტონს თავი არა დადგენილი წესის თანახმად – ნაჯახით,არამედ – ხმლით მოჰკვეთეს (ეს გახლდათ პირველი შემთხვევა რუსეთის იმპერიის მართლმსაჯულების ისტორიაში).საყურადღებოა ის გარემოება,რომ ჰამილტონის სიკვდილის დასჯის შემდგომ,რომელსაც თვალს პეტრეც ადევნებდა,ეშაფოტზე იმპერატორი ავიდა.მან უამრავი თანამემამულის თვალწინ საყვარელი ქალის მოჭრილი თავი აიღო და, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს – ტუჩებში აკოცა. (ავტორი გენია.ჯი) მერე დამსწრე საზოგადოებას თავის ანატომიური აგებულების შესახებ ესაუბრა.ბოლოს კი კვლავაც აკოცა მარიას მოკვეთილ და გასისხლიანებულ თავს ტუჩებში და იგი მიწაზე,ტალახში მოისროლა. (ავტორი გენია.ჯი)
მარია ჰამილტონი სიკვდილით დასჯის მოლოდინში