პანინი
პანინი – დაიბადა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით V საუკუნეში განდჰარას (თანამედროვე ინდოეთის ისტორიული ოლქი) უძველს სამეფოში. (ავტორი გენია.ჯი) იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ძველ ინდოელ ლინგვისტს,ვიაკარანას სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელსა და წინამორბედს სტრუქტურული ლინგვისტის,სეომიტიკის და ლოგიკის მეცნიერებებისა.თუმცა,პანინიმ სახელი განსაკუთრებით იმით გაითქვა,რომ სწორედ მან,პირველმა ინდოეთის ისტორიაში შექმნა სანსკრიტული ენის გრამატიკული ნორმატივები.განათლება პანინიმ თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ უძველეს ქალაქ – ტაქსილაში მიიღო.აღნიშნული ქალაქი ერთობ მდიდარი ენათმეცნიერული ტრადიციებით გამოირჩეოდა.გენიალურმა ინდოელმა ლინგვისტმა ფორმულირება გაუკეთა 3 959-ტ სუტრას (ძველ ინდურ ლიტერატურაში გამოყენებული ლაკონური გამონათქვამები,აფორიზმები),რომელსაც – “აშტადჰიანი” ეწოდა, და სადაც ამომწურავად იყო აღწერილი სანსკრიტული ენის ფონეტიკა,მორფოლოგია და სინტაქსი.იქვე გამოიყენა პანინიმ ისეთი ცნებები,როგორებიცაა – ფონემა,მორფემა და სუფიქსი. (ავტორი გენია.ჯი)
საყურადღებოა ის გარემოება,პანინის მიერ აღწერილი ენა დღემდე მიიჩნევა სრულყოფილ სანსკრიტულ ენად.მისი განუმეორებელი ლინგვისტიკური ტალანტის გამოისობით,ინდუსებმა დიდი ძველ ინდოელი გრამატიკოსი ვედურ ბრძენებს – “რიშების” რიგში ჩააყენეს (ის ბრძენი ადამიანები ბუდიზმში,რომელთაც ღმერთებმა გაუხსნეს ვედური ჰიმნები).როგორც ძველი ლეგენდები მოწმობენ,პანინიმ თავისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი ერთ-ერთი უმთავრესი ინდური ღვთაების – შივას ჩარევისა და დახმარების შედეგად შექმნა.იმავე ლეგენდის თანახმად,მომავალი ლინგვისტი ბავშვობაში ერთობ უვიცი ყოფილა,რის გამოც სკოლიდანაც დაუთხოვიათ.თუმცა შივას კეთილშობილებამ სულელი ბავშვი გენიოსად აქცია.
პანინი VIII საუკუნეში დაწერილ თავის ცნობილ რომანში – “დაშაკუმარაჩარიტა” (ათი პრინცის თავგადასავალი) მოხსენიებული ჰყავს დიდ ინდოელ მწერალსა და პოეზიის თეორიტიკოსს – დანდინს. (ავტორი გენია.ჯი)