გუ
უძველესი ეპოქის ჩინეთში,ისევე როგორც იმ პერიოდის სხვა ქვეყნებში,მრავლად მოიპოვებოდა ადამიანები,რომლებიც სპეციალიზირებული იყვნენ სხვადასხვა სახეობის ძლიერმოქმედი შხამების დამზადებაზე. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთ უძლიერეს შხამს ჩინეთში ამზადებდნენ და მოიხსენიებდნენ,როგორც – “გუ”.მაგიური თვისებებით სახელგანთქმული გუ შხამების დამზადების ოსტატებს ერთობ ორიგინალური და უცნაური მეთოდით გამოჰყავდათ.კერძოდ,ისინი ქმნიდნენ სპეციალურ სათავსოებს,სადაც ერთად უყრიდნენ თავს – გველებს,მორიელებს,ხვლიკებს,მრავალფეხებსა და სხვა შხამიან ქვეწარმავლებს.როგორც წესი,ერთად თავმოყრილი ამაზრზენი არსებები ერთმანეთს გესლავდნენ და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უმართავდნენ.გარკვეული ხნის შემდგომ,მათში მხოლოდ და მხოლოდ ის ერთი ყველაზე ძლიერი ეგზემპლარი ინარჩუნებდა სიცოცხლეს,რომელიც მიუხედავად მრავალი შხამიანი ნაკბენისა,მაინც აგრძელებდა ბრძოლას არსებობისათვის.ჩინელი შხამის დამამზადებელი ოსტატები სწორედ ასეთი ეგზემპლარიდან იღებდნენ ისეთ ძლიერ მოქმედ შხამებს,რომელთაც მოქმედება შორი მანძილიდანაც კი შეეძლოთ.ასეთი სახის შხამის მიღების შემთხვევაში ადამიანს სისხლი ეწამლებოდა და ვერაფერი შველოდა,რადგან არ არსებობდა მათი საწინააღმდეგო საშუალებები. (ავტორი გენია.ჯი)