ლაშა ბიბიჩაძე – “ცოდვა გამხელილი ჯობია და”
ცოდვა გამხელილი ჯობია და ხალხის გვიან ვხვდებით დაფასებას,
ჩვენ ხომ ეს ცხოვრება გვეწილადა გულის ერთმანეთთან საზიაროდ,
ნუთუ,შეიძლება,ერთისაგან გრძნობის მეორეზე გადაცემა,
ღმერთს რომ არაფერი აწყინო და კაცს რომ არაფერი აზიანო?!
* * *
ყველა ჩვენთაგანსი იმალება ვითომ ნასწავლი და გენიოსი,
ყველა გამვლელი და გამომვლელი თვლის,რომ სააქაოს ტალანტია,
თუკი ვერ მოირგე ნიღაბი და ძვირი ტანსაცმლით არ შეიმოსე,
ისე ვერ მიიღებ წუთისოფლად გვერდში ამოდგომის გარანტიას.
* * *
ვიცი ეს ლექსიც და ბარეორიც დროის უსაფუძვლო გაცდენაა,
ვიცი,უაზროა ცრემლები და ვინმეს საქციელზე გულის ფეთქვა,
რადგან საპასუხო მოწონება ჩემი იღბალივით ამცდება და
რადგან საგინებელ მოკითხვების დაფქვავთ კორიანტელს – ოცოცხლეთქვა…
* * *
მაინც შევეცდები დავწერო და ვრჩები მოიმედე იმ მომავლის,
ფილტვებდაბერილი რომ იმღერებს ქართულ მუხამბაზს და სატრფიალოს,
თორემ დაგვავიწყდა,წიწამურთან უფლის მოციქული რომ მოვკალით!..
თორემ დავდნებით და ჩამოვქრებით,დროშა რაც არ უნდა ვაფრიალოთ!..