რამდენიმე ნიშანდობლივი ფაქტი ჭიანჭველების შესახებ…
1. უნიკალური ცხოვრების წესით გამორჩეული “საზოგადოებრივ მწერებად” წოდებული სიფრიფანაფრთიანთა რიგის მწერების – ჭიანჭველების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა – 28 წელიწადს შეადგენს.თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ “დედოფალი ჭიანჭველები” არა მხოლოდ თავიანთი მოდგმის წარმომადგენლებზე დიდხანს ცოცხლობენ,არამედ სწორედ ისინი ცოცხლობენ ყველაზე ხანგრძლივი დროით დედამიწაზე არსებულ სხვა მწერებს შორის.
2. როდესაც ჭიანჭველა კვდება,მისი სხეული გამოყოფს ერთ-ერთ ისეთ ქიმიურ ნივთიერებას,რომელიც მის თანამოძმეებს აძლევს სიგნალს,რომ იგი მკვდარია და დროა ცხედარი “ჭიანჭველების სასაფლაოზე” გადაიტანონ. – (ავტორი გენია.ჯი)
3. ჭიანჭველები დედამიწის თითქმის ყველა რეგიონში არიან გავრცელებული.თუმცა ბუნებაში არსებობს ისეთი რეგინოებიც,სადაც მათ მკაცრი კლიმატური პირობების გამო ფეხი ვერ მოიკიდეს.აღნიშნული რეგიონებია – ანტარქტიკა,ისლანდია,გრენლანდია და რამდენიმე მივარდნილი კუნძული.
4. საყურადღებოა ის გარემოება,რომ დედამიწაზე სულ ორი ბიოლოგიური სახეობა არსებობს,რომლებმაც სხვა ცოცხალი არსებების მოშინაურება შესძლეს: ადამიანი და ჭიანჭველა.საინტერესოა ისიც,რომ ჭიანჭველები არა მხოლოდ იშინაურებენ ფაუნის სხვა წარმომადგნელებს,არამედ იმონებენ კიდეც და აწარმოებენ ბრძოლებს.ამისათვის კი ისინი ერთობ დახვეწილ და პროგრესულ მეთოდებსა და ტაკტიკას იყენებენ.
5. სულ ბუნებაში 14 ისეთი სახეობის ჭიანჭველაა გავრცელებული,რომლებიც არც თავიანთი თანამოძმეების დამონებაზე ამბობენ უარს.
6. რამდენიმე სახეობის ჭიანჭველა,მათ შორის – Myrmeciinae-სა და Ponerinae-ს ოჯახის წარმომადგენლები შეიცავენ ისეთ შხამს,რომელიც დიდი საფრთხის მატარებლები არიან ადამიანებისათვის.გარდა ამისა,ბუნებაში გვხვდება ძალიან ძლიერი შხამის მატარებელი Myrmecia pilosula-ს სახეობის ჭიანჭველა,რომლის მიერ ნაკბენსაც ადამიანის მოკვდინებაც კი შეუძლია.იმ შემთხვევაში,თუკი წითელ ცეცხლოვანმა ჭიანჭველამ უკბინა ადამიანს,იგი ძლიერი ალერგიული რეაქციის ქვეშ აღმოჩნდება და შესაძლებელია – ანაფსილაქსიური შოკიც კი მიიღოს. – (ავტორი გენია.ჯი)
7. შუმერო-აქადური მითოლოგიის მიხედვით,წითელი ჭიანჭველები ქვესკნელის განმგებელი ღვთაების – ერეშკიგალის მიერ იქნენ დედამიწის ზედაპირზე წარმოგზავნილები.
8. აცტეკები დარწმუნებულნი იყვნენ,რომ სწორედ ჭიანჭველებმა უჩვენეს მათ უმთავრეს ღვთაებას – კეტცალკოატლს ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის – სიმინდის ადგილმდებარეობა.
9. თუკი ბიბლიურად მსოფლიო წარღვნის შემდგომ ადამიანს (ნოეს) მტრედმა მიუტანა ზეთისხილის რტო და ამით ამცნო წარღვნის დასასრული,ვიეტნამელთა რწმენით აღნიშნული ქმედება ჭიანჭველამ,სახელად – ხმოჩ კენტუმ ჩაიდინა.თუმცა მან წარღვნის დასასრულის დასმტკიცებლად ადამიანს არა ზეთისხილის რტო,არამედ ბრინჯი მიუტანა.
10. გავრცელებული ლეგენდის თანახმად,ერთ-ერთი უდიდესი ძველი ინდოელი პოეტი და სანსკრიტულ ენაზე დაწერილი უდიადესი ეპოსის – “რამაიანას” ავტორი – ვალმიკი (ძვ.წ.აღ-ით V-VI საუკუნეები) სიბერის ჟამს ჩამავალი მზის ულამაზესი პეიზაჟის საყურებლად წავიდა მთაში,რა დროსაც იგი ჭიანჭველების მიერ იქნა შეჭმული. – (ავტორი გენია.ჯი)