ეჟენ დელაკრუას თავს დატეხილი ღვარძლიანი და შეურაცხმყოფელი კრიტიკა…
„ჩამომავლობა საერთოდ ხედავს დიდ მხატვარს მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ,როცა მისი სიდიადე გასხივოსნდება ხოლმე რა ესაქმება იმ უსიამოვნებებთან,რომლებიც ჰქონდა მხატვარს ცხოვრებაში და გამოწვეული იყო სიხარბით ან უვიცობით”. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ თუ რა ძვირი ღირს ამ დიდების მოპოვება.ქვემოთ მოყვანილი მაგალითიდან კარგად სჩანს თუ რა ძვირი ღირს ამ დიდების მოპოვება; ამ მაგალითიდან კარგად სჩანს თუ რა დიდი სიმწარე იგემა გენიალურმა ფრანგმა მხატვარმა,გრაფიკოსმა და ფრანგული რომანტიზმის ფუძემდებელმა – ფერდინან ვიქტორ ეჟენ დელაკრუამ (1798-1863 წლები).
1844 წელს დელაკრუამ დაასრულა თანამედროვე ფრანგული სახვითი სკოლის უაღრესად რელიგიური ტილოს – “პიეტას” დახატვა,რომელიც პარიზიდან 9 კილომეტრის მოშორებით მდებარე სენ-დენი-დიუ-სენ-საკრემანის ბაზილიკისათვის გახლდათ განკუთვნილი.მას შემდეგ,რაც “პიეტა”-ს ხილვა ფართო საზოგადეობისათვის გახდა შესაძლებელი, 1844 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ “დეზარტისტის” უვიცმა რედაქტორმა დელაკრუა და მისი შემოქმედება უმძიმესი ფორმით გააკრიტიკა,რამაც ეჟენზე და ზოგადად,მის შემოქმედებაზე ძალიან დამრთგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა. (ავტორი გენია.ჯი) აქვე გაგაცნობთ “დეზარტისტის” ხელოვნებაში გაუთვითცნობიერებელი რედაქტორის მიერ საკუთარ გაზეთში გამოქვეყნებულ ამაზრზენი და ღვარძლიანი შინაარსის მქონე სტატიას,რომელიც დელაკრუას მიერ დახატულ ტილოს – “პიეტა”-სა და მის ავტორს ეძღვნება:
“პიეტას” იდეა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეკუთვნოდეს დელაკრუას მანერას; ძნელია ნახოთ ამაზე უმსგავსო კომკილაცია.დელაკრუამ გაძარცვა მიქელანჯელო,ლე-ბრენი,დავიდი და თავისი თავი.მან ეს მტაცებლობა ჩაიდინა უვარგისი ანსამბლის შესაქმნელად: ესაა სრულიად დარღვეული,გრძნობას და სულს მოკლებული,ერთი მეორის საწინააღმდეგო ელემენტების კრებული,რომელიც სტყუის მთლიანობის და მოქმედების მხრივ.მან მიქელანჯელოს მოპარა მისი დედობრივობის იდეა და მარმარილოს ჯგუფის განლაგება,რომელიც თაბაშირიდან გაკეთებული შეგიძლიათ იხილოთ სამხატვრო აკადემიაში.ესაა მშვენიერი ნამუშევარი,ერთი საუკეთესოთაგანი მიქელანჯელოს ნაწარმოებთა შორის,დიდებული გამოვლინება ანატომიური მეცნიერების ცოდნის და ახალი საუკუნოების უდიდეს მოქანდაკის ჭეშმარიტად ძლევამოსილი ორიგინალობა.ლე-ბრენს წაართვა მაგდალინა; დავიდს “ქალი სურნელებათა შორის”,ხოლო თავის თავს ყველაფერი დანარჩენი,რაც არ მიუთვისებია მიქელანჯელოს,ლე-ბრენისა და დავიდიდან.არ შეცდეთ: ჩვენ სრულიად არ გვსურს ამ ადამიანს თავს დავესხათ,მაგრამ ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ ის მხატვარი,რომელიც ბედავს თავის თავი სკოლის მამამთავრად აღიაროს,თავი ოსტატად მიაჩნია და გარშემო მავნე დოქტრინებს ავრცელებს და ჭეშმარიტების,სილამაზის,სტილის და აზროვნების მიმართ სასტიკ სიძულვილს იჩენს. (ავტორი გენია.ჯი) ჩვენ არ ვიძახით,რომ ეს კაცი თაღლითია,მხოლოდ ვამბობთ,რომ ის თაღლითის მაგვარია; ის ცდილობს თავი შეაფაროს მედიდურებას და სიმარდეს,რომელიც მას ახასიათებს.ის არასოდეს არაფერს თხოულობს,მაგრამ ყოველთვის ყველაფერს ღებულობს.ჩვენ შეგვრცხვებოდა რომ დაგვემალა ჩვენი ზრახვები და თავს დამნაშავედ ჩავთვლიდით,რომ შეძლებისდაგვარად არ გაგვემხილა ჩვენი ცოდნა იმათთვის,ვინც ამას ჩვენგან მოელის.განა ჩვენ არ ვიცით,რომ არსებობს გარდამავალი დრო,სწრაფად წამავალი ეპოქა,როდესაც ხელოვნება ხშირად უკიდურესობამდე უარჰყოფს თავის წარსუსლ და ცდილობს გაჰყვეს ახალ გზებს.როცა ამ მოძრაობას სათავეში უდგებიან ბიწიერნი,ავადმყოფნი,უპრინციპონი,პატივმოყვარენი,ძუნწნი,ისეთნი,რომელთაც აქვთ დიდი სურვილი გაანადგურონ ყველაფერი სხვისი,მაგრამ უღონონი არიან და არაფრად არა ღირან; ჩვენ ვფიქრობთ,რომ საძაგლობა იქნება,თუ არ გამოვააშკარავებთ ასეთი ადამიანების ქცევას და შემოქმედებას.კიდევ რამდენიმე სიტყვა.უკვე ხუთი წელია მას შემდეგ,რაც დელაკრუას დაუკვეთეს ის სურათი,რომელზედაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობდით.ხუთი კვირა სრულიად საკმარისია,რომ ის მოიფიქროთ,შეასრულოთ,დაამთავროთ და ჩარჩოში ჩასვათ,ნუთუ ხუთი წლის ლოდინი იყო საჭირო ესოდენ ბეჩავი რეზულტატისათვის? ჩვენ ბრალს არ ვდებთ ქალაქის ხელოვნების დირექციას,რომ მან აირჩია დელაკრუა და მას მიანდო ასეთი სერიოზული ამოცანა; აგრეთვე კარგად ვიცით ის მაღალი და კეთილგონიერი აზრები,რომლითაც დირექცია საერთოდ ხელმძღვანელობს ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს.მაგრამ ჩვენ ბრალს ვდებთ იმ პირებს,რომლებიც შედიან საბჭოში და მფარველობენ ისეთ ადამიანებს,რომლებმაც სახელი მოიხვეჭეს არა ტალანტის,მეცნიერების და ცოდნის წყალობით,არამედ ჯგუფობრივობის,ამხანაგობის და უტიფრობის საშუალებით.ვისაც სურდა,რომ დელაკრუას შეესრულებინა ეს რელიგიური სურათი,წაბრძანდეს და დატკბეს ესოდენ სამარცხვინო მხატვრობით; რცხვენოდეს უნდა თუ ეს მას ძალუძს,რადგან ადმინისტრაციას მან გამოსტაცა ეს შეკვეთა.რასაკვირველია,ეს მშვენიერი გაკვეთილია,როგორც მისთვის,ისე ჩვენთვისაც,რადგან ჩვენ ვიხდით ყოველწლიურ გადასახადს თავის დროზე და არ გვინდა სამაგიეროდ გვქონდეს ისეთის ნაწარმოები,რომელიც შეურაცხყოფს ღვთაების გრძნობას.ამრიგად მუხლი უნდა მოიდრიკოთ ამ საზიზღარი ფიგურების,მთვრალ თვალებიან მაგდალინას,ამ ჯვარზე გაკრულ,უსიცოცხლო,გაქვავებულ და დამახინჯებულ ღვთისმშობლის წინაშე.უნდა დაიჩოქოთ ამ საზარელი,გახრწნილი და საშიშარი სხეულის წინ,რომელშიაც დელაკრუამ გაბედა ძე ღვთისა გამოესახა”. (ავტორი გენია.ჯი)
აკი ზემოთ ავღნიშნეთ: “ჩამომავლობა საერთოდ ხედავს დიდ მხატვარს მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ,როცა მისი სიდიადე გასხივოსნდება ხოლმე რა ესაქმება იმ უსიამოვნებებთან,რომლებიც ჰქონდა მხატვარს ცხოვრებაში და გამოწვეული იყო სიხარბით ან უვიცობით”.ამ სიტყვების ჭეშმარიტება აღსრულებული იქნა 1942 წელს.სწორედ ამ წელს იქნა გენიალური ფრანგი მხატვრის – ეჟენ დელაკრუას მიერ დახატული შედევრი-ტილო – “პიეტა” მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მუზეუმში – ლუვრში გადატანილი და დავანებული,რითაც ძალიან დაგვიანებით (სიკვდილის შემდეგ),თუმცა საკადრისაც გაეცა პასუხი “დეზარტისტის” რედაქტორს. (ავტორი გენია.ჯი)
ეჟენ დელაკრუა