“დამაკვირდი”

1. „ცრემლო! შენ ალამაზებ მწუხარებით დათუთქულ სახეს, ადამის მოდგმაში თვით უმახინჯეს კაციშვილისას,ცრემლო! შენ თრთვილი ხარ დაგროვილ გულთათვის, ცით მონაბერი”. – კონსტანტინე გამსახურდია - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „თავისებურად ლამაზია ხალხი ყოველი”. – მურმან ლებანიძე

* * *

3. „ყოველს ჭორს მიზნად აქვს გათახსირება იმისი, რომლის წინააღმდეგ არის იგი შეთხზული”. – იაკობ გოგებაშვილი

* * *

4. „როდის ყოფილა და რომელი ჭეშმარიტება, რომ მოწინააღმდეგე არ ყოლოდეს”. – აკაკი წერეთელი

* * *

5. „ქვეყნიერებაზე არც ერთ წოდებას და არც ერთ კლასს ნებაყოფლობით არ დაუთმია თავისი პოზიციები”. – არჩილ ჯორჯაძე – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „წამება უკვდავების საფასურია”. – ონორე დე ბალზაკი

* * *

7. „განახლებული სასჯელები ძლიერი ძალაუფლების უეჭველ ნიშანს იძლევიან”. – ვიქტორ-მარი ჰიუგო

* * *

8. „ცხოვრება ისე გენიალურად სტყუის, ისეთ რთულსა და უცნაურ ამბებს ჰქარგავს, რომ ყველა მწერლის ფანტაზიები მასთან შედარებით თაგვის უხეირო წრიპინად მოისმის”. – მიხეილ ჯავახიშვილი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

9.  „ჯალათები ორგვარი მოდგმისანი არიან: – ერთნი – ნებაყოფლობითნი, მეორენი – უნებლიენი, იძულებითი: ნებაყოფლობითი ჯალათი, თქმა არ უნდა, ყოველმხრივ დაბლა დგას იძულებითზე, რომელიც მაინც ისე ეზარება ხალხს, ეზარება საშინელებამდე, გულზიზღამდე, შეუცნობელ, ლამის მისტიკურ თავზარდაცემამდე”. – თედორე დოსტოევსკი

* * *

10. „ერთი რამ უცნაური თვისება გააჩნია ციხეს, პარადოქსალური და ყველაფერთან შეუსაბამო თითქოს. რაც უფრო მეტი პატიმარია საკანში, მით უფრო მარტო ხარ და უკაცრიელი გგონია ქვეყანა”. – ნოდარ დუმბაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>