“დამაკვირდი”
1. “არასოდეს არ დავიჯერებ,რომ ღვთაებრივს ეზიარება ის,ვისაც ეშინია მიწიერი ტანჯვისა”. – ჯორდანო ბრუნო – (ავტორი გენია.ჯი)
2. “შური ისევე იწვევს ადამიანთა ენის ტარტარს,რამდენადაც აღტაცება ამუნჯებს”. – ონორე დე ბალზაკი
3. “ყოველი ადამიანი,ვინც უნდა იყოს,რაგინდ დაბეჩავებულიც,თუნდაც ინსტიქტურად,თუნდაც შეუგნებლად,მაინც მოითხოვს პატივისცემას თავისი ადამიანური ღირსებებისადმი”. – თედორე დოსტოევსკი
4. “თურმე სიცოცხლე მხოლოდ ტვირთია,თუ შეძენილი არის ღალატით”. – ნოდარ ჯალაღონია
5. “რაკი ქალი ერთხელ მაინც შესძლებს მამაკაცის გულში ცხელი ნაჭდევის დატოვებას,ეს მამაკაცი თავის გვერდით ცარიელ საწოლს ვეღარ აიტანს”. – იან კერიუ – (ავტორი გენია.ჯი)
6. “ფულის სიუხვეზე სიჯიუტე ტყდება”. – გრიგოლ რობაქიძე
7. “უბედურებას რომ გამოცდის ადამიანი,მერე ჭკუაც ემატება”. – ეზოპე
8. “ტირანებს უყვართ ქედმოხრილი ქვეშევრდომები და მეზობლები”. – აკაკი გელოვანი
9. ”სათნოებას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და ცოტა მიმდევარი”. – მარტი ლარნი – (ავტორი გენია.ჯი)
10. “პირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იგი იყო დედაკაცისა, და იყო სიტყვა იგი – სიცრუე”. – ტიციან ტაბიძე