მურმან ლებანიძე – “ღალატი”

ღალატს ისტორია სულ ორგვარს იცნობს, -

მომსწრე ვარ ორგვარისვე ურიცხვის:

რამდენჯერ უღალატა თვისტომმა თვისტომს

ხორცისთვის და არა სულისთვის?!

კი! თვისტომს ღალატობს თვისტომი მუხანათი:

ქალისთვის! სახელისთვის! ფულისთვის!

მაგრამ ესეც ითქვას:

რამდენჯერ უღალატა დამპყრობელს დაპყრობილმა სჯულისთვის?!

დიაღაც სისხლისთვის! დიაღაც ჯიშისთვის! დიაღაც – თვისტომის გულისთვის!

კომენტარის დატოვება