რას წერედნენ აკაკი წერეთელი და ვიქტორ-მარი ჰიუგო ხალხის შესახებ?!
“ხალხი თვალ-ყურითა ჭრის; რასაც ყურში ჩასძახებენ,რაც თვალში ეჩხირება,მხოლოდ ისა სწამს და იმას აღიარებს.რაღა ცხვრის ფარა და რაღა ის!.. ერთი ცხვარი რომ დაიბღავლებს “ბევო”,აჰყვება მას მთელი ფარაც და აღარ არის ყურთასმენა.მერე ერთიანად დაჩუმდებიან… დასცხრებიან… რა იყო ასე ერთ-პირის ბღავილსა და ან ერთბაშად დაჩუმების მიზეზი? არაფერი! მხოლოდ ერთი მეორის აყოლა!
ამგვარსავე კანონს ექვემდებარება ცხოვრებაში ხალხიც.ამგვარ დროებით ბღავილს,თუმცა უსაფუძვლოა,მაგრამ მაინც დროებითად დიდი ძალა და ძლიერი გავლენა აქვს ცხოვრებაში.ნათქვამია: “ერთი ფარა ცხვარი რომ ხეს შეჰბღავლებს,ხე გახმებაო!” ვაი მას,ვინც ხალხს ჩაუვარდება ყბაში!.. ვინ მოსთვლის რამდენი იჩაგრება უსამართლოდ და რამდენი კეთილ-დღეობაში ვარდება უღირსად,მხოლოდ ხალხის ხმით.ქვეყანა სათეატრო სარბიელია.ხალხი იმ თეატრში მოქმედი.ზოგი მსახიობია (აქტიორი) და ზოგიც,ეს იგი,უმეტესობა კი მაყურებელი”. – აკაკი წერეთელი (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ხალხი ღირსი არ არის,რომ მათში განათლება შეჰქონდეთ,ვინაიდან ხალხი – ეს არის ორივე სქესის უგუნურთა თავმოყრა.ხალხი უწესრიგო თავმოყრაა სხვადასხვა ასაკის,სხვადასხვა ზნეობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის პირთა.იგი ბრბოა,რომელიც ყველა დროის ბრძენ ადამიანებს აშკარად სძულდათ.მისი მძვინვარება და დამთხვეულობა სამართლიანად ეზიზღებათ ბრძენთა შორის ყველა უფრო თავშეკავებულთაც კი”. – ვიქტორ-მარი ჰიუგო (ავტორი გენია.ჯი)