ოსკარ უაილდი – “ცხოვრება”
“თუ ადამიანი ცხოვრების ორომტრიალს,ამ განსაცვიფრებელ უძირო სასწაულს აკვირდება,რომელიც განუზომელი ტანჯვა-ვაებით და დაულეველი სიხარულითა და სიამითაა სავსე,ვერ შეძლებს სახეზე შუშის ნიღაბი ჩამოიფაროს და თავი აარიდოს სულის შემხუთავ ჰაერს,რომელიც მთელ დედამიწაზე გაბნეულა,ტვინს აბრუებს და წარმოსახვის უნარს კი წეწს და აბნელებს შემაძრწუნებელი გამოსახულებებითა და უცნაური კოშმარულის სიზმრებით. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს საწყაული აღვსილა თვალისათვის ისეთი ფარული,საიდუმლო,სხეულში შემპარავი შხამით,რომ მის თვისებათა შესწავლის მსურველმა თვით უნდა გამოსცადოს საწამლავის მომაკვდინებელი ძალა საკუთარ სხეულზე,რადგან მისგან მომდინარე ისეთი უჩვეულო და უკურნებელი სენი იდგამს ფესვს ადამიანის სულში,რომ მისი ბუნების გამოსაცნობად საჭიროა მკვლევარმა თვით გადაიტანოს ეს დაავადებანი,ადამიანთა გონება ჯერ კიდევ უძლურია,მის ბუნებას ღრმად და საფუძვლიანად ჩაწვდეს, და მაინც რა დიდებული საჩუქარი ელოდება თავდაუზოგავ მკვლევარს! რა უჩვეულოდ წარმოუდგება მთელი სამყარო მაშინ მას! ჩასწვდე გრძნობათა გრძნობათა საოცრად მკაცრ ლოგიკას და მღელვარე,ფერუხვ გონებრივ ცხოვრებას,განსაჯო,როდის უთანხმდება ეს ორი ურთიერთს ან როდის დგება ჟამი გაყრისა მათ შორის.რა აურჩევიათ მაკავშირებელ ძალად,ან რა იწვევს მათში უთანხმოებას.აი,რაშია ამქვეყნიური უდიდესი სიამე”. (ავტორი გენია.ჯი)