“დამაკვირდი”

1. „სინდისი ადამიანს სწორედ აგულჩვილებს, ალაჩრებს: კაცს ისე ვერა მოუპარავს-რა, რომ მაშინვე ბრალი არ გამოუმჟღავნდეს; ფიცს რომ აპირებდეს, ის ყანყრატოში მისწვდება; მეზობლის ცოლს ისე ვერ გაუარშიყდება, რომ იმან ქვეყანას არ მოსდოს. სინდისი მორცხვი, გაუბედავი აჩრდილია; ადამიანს გულს უღელვებს და ყველგან გზაზედ წინ ეხიდება”. – უილიამ შექსპირი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „ქალს რამეზე ხელი რომ ააღებინო, სამაგიეროს უნდა დაჰპირდე, თანაც უკეთესს…” – ოთარ ჭილაძე

* * *

3. „არავინა თქვას, ისეთი ორი ქალი მინახავს, ვისაც ერთმანეთი გულწრფელი სიყვარულით უყვარდათო. ორი ქალის ურთიერთობაში ყალბი ბევრად სჭარბობს ალალს, გულმართალს და ეს ყოველთვის, ყველა შემთხვევაში ასეა”. – ჭაბუა ამირეჯიბი

* * *

4. „არსებობს უბედურებათა თავისებური იერარქია: მეფეებისათვის, რომლებიც ხალხს აუბედურებენ, არსებობს ომი. ომს – შავი ჭირი მოსდევს, შავ ჭირს – შიმშილობა, ხოლო ყველა უბედურებათა მთავარი მიზეზი ადამიანთა სირეგვენეა”. – ვიქტორ-მარი ჰიუგო

* * *

5. „სინდისი ის ჯოხია, რასაც კაცი ხელს იმიტომ დაავლებს ხოლმე, რომ მეზობელს სცემოს, თავისთვის კი არასოდეს იყენებს”. – ონორე დე ბალზაკი

* * *

6. „რა მნიშვნელობა აქვს წოდებას? ეს სავსებით ამაო საღებავია, რომელიც ადამიანების მიერ იმისთვისაა მოგონილი, რათა უღირსი ადამიანები შეაფერადონ”. – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

7. „სიკვდილის ჟამი სიცოცხლესთან ანგარიშწორების გასწორების წუთებია. ამ საბედისწერო წამში ადამიანები მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობის მთელ სიმძიმეს გრძნობენ. რაც უკვე მოხდა, თავისთავად ართულებს იმას, რაც ახლა უნდა აღსრულდეს”. – ვიქტორ-მარი ჰიუგო

* * *

8. „არავინაა კაცთა შორის გარეწარი ისეთი, რომლის მოთვინიერება არ შეეძლოს სიკეთესა და სათნოებას”. – კონსტანტინე გამსახურდია

* * *

9. „საოცარია, თუკი რაიმე აზრი აგეკვიატა, ყველგან მის გამოსახულებას ჰპოვებ”. – თომას მანი

* * *

10. „ადამიანები ადამიანების ხარჯზე ცხოვრობენ”. – თეოდორ დრაიზერი – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>